გამარჯობათ ფორუმელებო, ესეიგი რაღაც გარკვეული პერიოდია ფულს ვაგროვებ , რომ ავიხდინო ოცნება , რაში მდგომარეობს იგი მოკლედ: მინდა რომ ავტოსტოპით და ფეხით არანაირი თვითმფრინავი მატარებელი (გემი არაა გამორიცხული) მინდა შემოვიარო მსოფლიო, გადადებული მაქვს ამისთვის რამდენიმე წელი, მილიონერი არ გეგონოთ ძალიან ბადჯეთ თრაველს ვაპირებ, კარავი ქაუჩსერფინგი საჭმლის და დასაძინებელი ადგილის გამომუშავებ ნებისმიერი გზით(ინტრიგნების გასაგონად ჟიგოლოობას არ ვაპირებ) და თუ დაინტერესდებით გაგაცნობთ კიდევ ჩემ გეგმებს დაწვრილებით, მაგრამ კითხვა რაში მდგომარეობს , რა ხდება ამ შემთხვევაში ვიზაზე? არ მაქვს საუბარი ევროპაზე და ისეთ ქვეყნებზე სადაც ვიზა არ გვჭირდება , ანუ იმ ადამიანებზე ვისაც მსოფლიო აქვს შემოვლილი ერთი გასვლით რომ ვკითხულობ, ისეთი წარმომავლობის არიან რომ ვიზის კუთხით ძალიან დიდი პლიუსი აქვთ და პრობლემა არ ექმნებათ მაგალითად: ამერიკელები ბრიტანელები ევროპელები და ასე შემდეგ. ან ჩემ შემთხვევაში რისი გაკეთება შეიძლება? მაქვს იმის უფლება რომ ქვეყნის საზღვარზე ვიზა მოვითხოვო? რადგან არ ვიცი რა ქვეყანაში ზუსტად როდის ვიქნები , ან რაიმე სპეციალური ტიპის საბუთი არსებობს მსგავსი შემთხვევისთვის ? წინასწარ დიდი მადლობა  
  * * *
 ამიპინეთ მაინც თქვე კაი ხალხო პლიიზ