მეუფე შიო საიდან დაასკვენით?
რა დაჯერებულია
"ეკლესია ეს არის ცათა სასუფევლის კარი. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია", - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიომ განაცხადა.
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მეუფემ მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ ეკლესია კუნრავს სულსა და ცოდვებს.
"ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მისი საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს", - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიომ
https://report.ge/society/meufe-shio-patria...tsminda-sufevs/ეს რა დღეში ვართ
ჯერ ხალხს აუხსენით რა არის სულიწმინდა?
თუმცა რა უნდა ახსნათ თქვენ თვითონ ვერ გაგირკვევიათ
რა არის სულიწმიდა?
სულიწმიდა ანუ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა (მიქა 3:8; ლუკა 1:35)
ის მოქმედებს როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთი ჩაიფიქრებს და მოიყვანს განსახორციელებლად
ღმერთი წმინდა სულის მეშვეობით ახორციელებს ყველა თავის განზრახვას (ფსალმუნი 104:30; 139:7)
ბიბლიაში ღვთის წმინდა სული მოხსენიებულია, როგორც ღვთის „ხელები“ და „თითები“ (ფსალმუნი 8:3; 19:1; ლუკა 11:20; შეადარეთ მათეს 12:28). როგორც მოქანდაკე ქმნის საკუთარი „ხელებით და თითებით“ შედევრს, ისე ღმერთიც თავისი სულით ქმნის ყოველივეს
წმინდა სული პიროვნება არ არის
ბიბლიაში ღვთის წმინდა სული მოხსენიებულია სიტყვებით „ხელები“, „თითები“ და „სუნთქვა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა სული პიროვნება არ არის (გამოსვლა 15:8, 10). როგორც მოქანდაკის ხელები მისგან დამოუკიდებლად ვერ იმოძრავებს, ასევე წმინდა სულიც ღვთისგან დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს (ლუკა 11:13)
ბიბლიაში მოხსენიებულია მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი; მაგრამ მასში ვერსად შეხვდებით წმინდა სულის სახელს (ესაია 42:8; ლუკა 1:31)
ქრისტიანმა წამებულმა სტეფანემ ზეციურ ხილვაში ორი პიროვნება დაინახა და არა სამი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მან კი, წმინდა სულით სავსემ, აიხედა ცაში და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო“ (საქმეები 7:55)
This post has been edited by SUARONI on 7 Jun 2020, 19:19