"როგორ ფიქრობთ, ამას რუსეთი ადვილად გადაყლაპავს?!" - ნინო ბურჯანაძე ქართულ-ამერიკულ წვრთნებზე
"დემოკრატიული მოძრაობის" თვამჯდომარე ნინო ბურჯანაძე ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნებს სკეპტიკურად აფასებს და ფიქრობს, რომ ამას რუსეთი "ადვილად არ გადაყლაპავს". "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ბურჯანაძე ამბობს, რომ "რუსეთს ამერიკული ტანკები ცხვირწინ არ უნდა ვუტრიალოთ".
ნინო ბურჯანაძე, "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე:
- მე ვემხრობი, რომ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა აშშ-თან, გვქონდეს ინტენსიური პარტნიორობა ევროკავშირთან, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს რუსეთთან არლაპარაკს. ჩვენ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელიც გვაწუხებს. აი, ახლა, ამ წუთას ტელევიზორში ჩანს ვაზიანში ამერიკული მძიმე ტექნიკა. როგორ ფიქრობთ, ამას რუსეთი ადვილად გადაყლაპავს? იმ ვაზიანის ბაზაზე, რომელიც რუსების აშენებულია და საიდანაც თავის დროზე საკუთარი ჯარი გაიყვანეს, ახლა ამერიკული ტანკები დადიან.
– ეს არის ქართულ-ამერიკული წვრთნები („ღირსეული პარტნიორი“), რომელიც ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის ამაღლებას და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად... რატომ უნდა იწვევდეს ეს ვინმეს გაღიზიანებას?
– კარგით ახლა, ხუმრობთ ხომ?! რუსეთი რომ სწავლებას ატარებს თავის ტერიტორიაზე, მაშინ ნატო რატომ არის ხოლმე ისტერიკაში.
– რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ატარებს სამხედრო წვრთნებს...
– არა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმ წვრთნებს, რომელსაც რუსეთი თავის ტერიტორიაზე ატარებს და ნატოს შეშფოთების საგანი ხდება. რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიებს, იქ ატარებს წვრთნებს იმიტომ, რომ ქვეყანაში გვყავს უგუნური პოლიტიკოსები. 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების დაბრუნება გამოიწვია სააკაშვილის დანაშაულებრივმა ქმედებამ და ის, რომ 2008 წლიდან დღემდე ეს ჯარები კვლავ აქ არიან და უფრო ძლიერდებიან, ეს უკვე შემდგომი ხელისუფლების ბრალია.
– ანუ აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობა არ უნდა გვქონდეს?
– გააჩნია, რა დოზით. თუ ჩვენ რუსებს ცხვირწინ ვუტრიალებთ ამერიკულ ტანკებს, ასეთი ტიპის თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, არ არის სასარგებლო. სხვათა შორის, ეს ტანკები არ გამოგვადგება, თუ რუსეთმა ომი გადაწყვიტა, რადგან ამერიკა, საქართველოს გამო, რუსეთთან ომში ნამდვილად არ ჩაერთვება.
– ქალბატონო ნინო, თუ ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს უარს ვიტყვით ნატოზე, არც ვაზიანში „იგრუხუნებენ“ ამერიკული ტანკები. გაქვთ იმედი, რომ რუსეთი წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს?
– კი ბატონო, ნუ იტყვით ნატოზე უარს. მაინც არავინ არ გიღებთ და...
– მე რატომ მომმართავთ მხოლოდ, თქვენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ და თუ მიგვიღებენ, ყველას ერთად მიგვიღებენ... მე მაინტერესებს, თუკი საქართველო უარს იტყვის თავის გაცხადებულ მიზანზე, რომ გახდეს ევროატლანტიკური ალიანსის წევრი, ამ შემთხვევაში რას მივიღებთ რუსეთისგან?
– გაიხსნება დიალოგის შესაძლებლობა. მით უმეტეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის რუსეთში, რომ ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს. შეგვიძლია, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მეგობრობა შევინარჩუნოთ, რომელიც რუსეთს გაცილებით მჭიდროდ აქვს ნატოსთან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ხვალ ნატოს წევრები გავხდებით, არის საზოგადოების მოტყუება. სანამ საუბარია იმაზე, რომ ნატოს ჯარები შემოვლენ საქართველოში, რომ ფოთის პორტი გამოყენებული იქნება ნატოს სამხედრო გემებისთვის, რომ დადგება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და ა.შ. სანამ ამ თემებზე არის ლაპარაკი, ჩვენ თავის ტკივილი არ მოგვეხსნება.
Read more at
http://primetime.ge/news/1501502466-%E1%83...LGpYKz0G8Sv8.99მოდერ ამ მტრის გინებაზე არავინ დაბანოთ, მორატორიუმი გამოაცხადეთ ამ თემაში
ამის დედას ###### მე, ჩაჯმული მიმდევრების ტრუსიკი