რობერტ მიულერი, FBI -ს შეფად დანიშნა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) და ამ თანამდებობაზე იყო 12 წელი.
FBI -ს შეფს ნიშნავს პრეიდენტი 10 წლის ვადით მაგრამ მისი გადაყენება შეუძლია ნებისმიერ დროს.
ასე მოხდა ჯეიმს კომის შემთხვევაში.
17 მაისს რობერტ მიულერი დაინიშნა სპეციალურ პროკურორად და დაევალა ტრამპის შტაბის და რუსების კავშირების საქმე.
მიულერი დანიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენშტეინმა. წესით მისი დანიშვნა გენერალური პროკურორის კომპეტენცია იყო მაგრამ გენპროკურორმა ჯეფ სენშმა აცილება გააკეთა რუსეთთან დაკავშირებული ყველა საქმის.
ჯეფ სენშს ამის გაკეთება მას მერე მოუწია რაც დამტკიცდა რომ იტყუებოდა სენატის კომიისიის და ფიცის წინაშე არასოდეს შევხვედრილვარ რუსების ოფიციალურ წარმომადგენლებსო, დაუმტკიცდა შეხვედრა თავის კაბინეტში რუსეთის ელჩთან კისლიაკოვთან და რამდენჯერმე სხვა ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა სკანდალი და სენში იძულებული გახდა აცილება გაეკეთებინა რუსული საქმეებისთვის.
ამიტომ ტრამპი /რუსული საქმეების ძიების საქმეზე მიულერი დანიშნა მისმა მოადგილემ როდ როზენშტეინმა.
ივნისში მიულერმა გუნდი ჩამოაყალიბა 16 საუკეთესო იურისტი ფინანსური მაქინაციების სფეროში.
მიულერის გამოძიების ობიექტებია:
გენერალი მაიკლ ფლინი , პოლ მანაფორტი -ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,
ტრამპის უფროსი შვილი, სიძე - ჯარედ კუშნერი, თვით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
უშიშროების საბჭოს ხლმძღVანელი გენერალი ფლინი გადადგა თებერვალში მას მერე რაც დაუმტკიცდა რუსეთის ელჩთან კისლიაკოვთან მოლაპარაკებები ამერიკის მომავალ პოლიტიკაზე და სანქციების მოხსნაზე
გარდა ამისა გენერალ ფლინს "დაავიწყდა" დაერეგისტრირებინა თურქეთიან მიღებული ჰონორარი $530 000
რომელიც თურქებმა გადასცეს გიულენის საწინააღმდეო დოკუმენტურ ფილმის მასალებში
ფლინის საქმე უკვე გადასულია ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიურისგანკარგულებაში
ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური - 23 კაცი, კრებავს პროკურორი და მათი შეკრებვა ნიშნავს რომ უკვე არსებობს დანაშაულის შემადგენელი დოკუმენტური მასალა.
პოლ მანაფრტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, მუშაობდა იანუკოვიჩზე , ასევე მUშაობდა რუს ოლიგარქ დერიპასკაზე, ბრალი ედება რუსეთის ინტერესების ლობირებაში და ამში იღებდა $10 000 000 წელიწადში.
ტრამპი უმცროსი (ჩამოსხმული დეგენერატი ) , ბრიტანელმა მუზიკ პროდიუსერმა რობ გოლსტოუნმა დააკავშირა რუს ოლიგარქს ემინ აგალაროვს რომელიც თავის მხრივ შეპირდა რუსეტის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხცვედრას რომელიც კლინტონზე კომპრომატები ჰქონდა, ემინ აგალაროვის მამა არას აგალაროვი მუშაობდა ტრამპთან ერთად რუსეთში სილამაზის კონკურსებზე
უმცროსმა ტრამპა წერილობით უპასუხა "რომ ბედნიერი იქნებოდა ამ მასალების მიღებისთვის"
ნიუ იორკ ტაიმსმა მოიპოვა ელექტრონული მიმოწერა და ამის შემდეგ ტრაპი უმცროსი იძულებული გახდა თვითონ გამოექვეყნებინა მთელი მიმოწერა
შეხვედრაზე როგორც გაირკვა მნაწილეობდნენ
ვესელნიცკაია - რუსი იურისტკა რუსეთის პროკურატურიდან
ტრამპი უმცროსი , ჯარედ კუშნერი, პოლ მანაფორტი, რინატ ახმეტშინი (რუსი ლობისტი ამერიაში)
ტარჯიმანი, ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ირაკლი ყაველაძე(?!) აგალაროვის მხრიდან და გოლდსტოუნი
ტრამპმა უმცროსმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, ჯერ ვითომ შეხვედრა ორგანიზებული იყო რუსი ბაVშვების ამერიკაში გაშვილებაზზე, მერე აღიარა რომ შევხედრა კლინტონის კომპრომატებზე შედგა და დამალა ახმეტშინის და ყაველაძის იქ ყოფნა და მერე თქვა რომ კომპრომატები არ გადმოუციათ და მხოლოდ მაგნიტსკის საქმეზე იყო საუბარიო.
ჯერად კუშნერი ვესელნიცკაიას გრდა შეხვედრილია რუსეთის ვნეშეკონომბანკის ხელმძVაბელს სერგეი გორკოვს
ხოლო კისლიაკოვთან განიხილავდა რუსეთის მთავრობასთან საიდუმლო კავშირის ხაზის შესაძლებლობებს
კუშნერი ხელმძღვანელობდა ტრამპის საარჩევნო შტაბის ციფრულ უზრუნველყოფას, ამისთვის დაიქირავეს ფირმა Cambridge Analytica ინტერნეტმომხმარებლების მონაცემების მოსაგროვებლად რომელიც შემდეგში გამოყენებული იქნა ამომრჩევლების მირკოტარგეტირბისთვის
სასწაულად

დაემთხვა რომ კლინტონის კამპანიის დეზინფორმაციისთვის რუსები იყენებდნენ ასვე ამომრჩევლების მიკროტარგეტირებას
CNN -მა ოთხაშაბათს გაავრცელა ინფორმაცია რომ მიულერი იძიებს არამარტო რუსეთთან ტრამპის პოლიტიკურ კავშირებს არამედ მის ფინანსურ მაქინაციებსაც.
გამოძიებას აინტერესებს ორი რამ, ჰქონდა თუ არა ადგილი ფინანსურ მაქინაციებს და შეიძლება თუ არა რუსებს ჰქონდეთ ტრამპის მაკომპრეტირებელი მასალა.
მიულერმა დოიჩე ბანკისგან გამოითხოვა ტრამპზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული მასალები!
ესაა დაახლოებით $4 000 000 000 კრედიტებზე რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის სახელმწიფო ბანკების გარანტიითა გაცემული ტრამპზე
ტრამპის რამდენიმე დეფოლტის გამო უოლს სტრიტი მას კრედიტებს აღარ აძლევდა და მხოლოდ დოიჩე ბანკი ჰყავდა პარტნიორად, ცოტა ხნის წინ დოიჩე ბანკმა $600 000 000 ჯარიმა გადაიხადა რუსული ფულის გათეთრების გამო.
ოთხაშაბათს რობერტ მიულერმა შეკრიბა ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური ამ საქმეების თაობაზე და ჟიურიმ უკვე დაგზავნა პირველი გამოძახებები ჩვენებების მისაცემად
დიდი ჟიურის შეკრება ნიშნავს რომ მიულერი უკვე მზადაა ბრალდებების წასაყენებლად
აღსანიშნავია რომ დიდი ჟიური იკრიბება ვაშინგტონში და არ იქნა გამოყენებული ვირჟინიაში შეკრებილი დიდი ჟიური (ფლინის წინააღმდეგ)
რა მოხდება ბრალის წაყენების შემდეგ?
ითარგმნა შემოკლებით
გაგრძელება იქნება .
პ.ს
ვერ გავიგე მაინცდამაინც ძერჟინსკის ნაჩუქარი მაუზერი უნდა უპოვონ ტრამპს კაბინეტში და პარაშუტის ნაგლეჯები?