#51096256 · 6 Aug 2017, 16:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რამდენიმე დღე დამრჩა გადასაწყვეტად თუ სად ჩავაბარო პროგრამირებაზე. იქნებ დამეხმაროთ და გამიზიაროთ რა იცით სხვადასხვა უნივერსიტეტებზე, როგორია სწავლა? შენობა? ოღონთ მე ისეთ ადგილს ვეძებ სადაც გადასახადი 2250 ლარი არის, მაგრამ ძვირიანი უნივერსიტეტებიც განიხილეთ შეიძლება სხვას გამოადგეს. ზოგი ამბობს "თუ სწავლა გინდა ყველგან ისწავლი", ზოგი - "ყველგან ერთნაირია სწავლა" და მართლა ასეა? თუ ასეა ესეიგი ჯობს ყველაზე ახლო აარჩიო. განსაკუთრებით მაინტერესებს კავკასიის ტექნოლოგიის სკოლის და თსუ შესახებ (მგონი პროგრამირება განივშია). სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯობს თითქოს გაცვლით პროგრამებში მაგრამ როგორც ვიცი კავკასია სერიოზულად უდგება მაგას და ალბათ უცხოეთში სწავლას მოწყურებული ადამიანი მანდაც არ დარჩება იმედგაცრუებული. ძალიან გამიხარდება თუ განიხილავთ ყველა სერიოზულ ვარიანტს (სტუ, სანგუ და ა.შ).
|