სალამი ყველას , აქტიურად ვკითხულობ ამ განყს მაგრამ იშვიათად ვპოსტავ და დადგა ის დრო როცა რამდენიმე წუთი უნდა მოგპაროთ თქვენი ძვირადღირებული დროდან
მოკლედ წარმოიდგინეთ ასეთი კეისი :
ბიჭი და გოგო, თანატოლები, კურსელები,პირადად არ იცნობენ ერთმანეთს, ჰყავთ საერთო ნაცნობები ისინიც კურსელები.ერთხელ ბიჭმა ნახა ეს გოგო ფოტოზე მოეწონა მიწერა,გოგომ თითქმის მაშინვე უპასუხა ,იმესიჯეს კარგად, საერთო ინტერესები საერთო ნაცნობები, წარმოშობით ერთი რაიონიდან ბლა ბლა ბლა...
რამდენიმე დღის მერე გოგომ რაღაც დღესასწაული მიულოცა ბიჭს, ბიჭმა 2 დღის მერე ნახა , უპასუხა მაგრამ გოგოს აღარ მოუწერია
გადის სრული ვაკუუმის 4 წელი, არანაირი მიმოწერა, ათასში ერთხელ ერთმანეთის ფოტოების დალაიქება
ბიჭი ულოცავს გოგოს დაბდღეს, 2 დღის შემდეგ გოგო მადლობას უხდის და ასევე ულოცავს დაბდღეს(უკვე ბიჭის დაბდღე იყო),ბიჭი უხდის მადლობას
კიდევ რამდენიმე თვის მერე გოგო საკუთარი ინიციატივით რაღაც აქტივობაზე უკომენტარებს ბიჭს ფეისბუქზე,ბიჭი პასუხობს რამდენიმე მესიჯი გაცვალეს თემასთან დაკავშირებით
ამ დროის განმავლობაში ბიჭი მუდმივად ფიქრობს თუ რატომ აღარ მიწერა გოგოს სულ თავიდან, ურთიერთობის დასაწყისისას მაგრამ ვერ პოულობს დამაჯერებელ მიზეზს
რამდენიმე.დღის მერე ბიჭი წერს გოგოს ამ ყველაფერზე,ეუბნება რო წუხს და შანსი რომ ჰქონდეს თავიდან აუცილებლად გააგრძელებდა მიმოწერას, გოგო ეუბნება რომ სასიამოვნოა ამის მოსმენა და არ იდარდოს ამაზე.დასასრული
ბიჭს ძალიან უნდა რომ როგორმე აღადგინოს/დაიწყოს მიმოწერა/ურთიერთობა ამ გოგოსთან
ამოცანა გვეკითხება: რა შანსები აქვს ბიჭს გოგოსთან? როგორ მოიქცეოდით თქვენ ამ ბიჭის და ამ გოგოს ადგილზე?
ცოტა ბევრი კი ვწერე იმედია ვინმე წაიკითხავს

პ.ს. ალბათ საერთოდ არ ელოდით მაგრამ ამ კეისში ბიჭი მე ვარ