#51109832 · 8 Aug 2017, 20:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2008 წელს, სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. სამი ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა შეიჭრა ჩვენს ქვეყანაში. საერთო ჯამში, 80 ათას კაციანი რეგულარული ჯარი მონაწილეობდა ოპერაციაში და უკვე 8 აგვისტოს ჩვენი დაბომბვა დაიწყო ორასმა საჰაერო ტექნიკამ. ოპერაციის მთავარი მიზანი იყო თბილისის დაპყრობა, მთავრობის დამხობა, წარმატებული რეფორმების შეჩერება და საქრთველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. თავდასხმა უცაბედად მოხდა, ჩვენი ოფიცრების უმრავლესობა შვებულებაში იყო, არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი კი ერაყში, პარლამენტის და მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მე, რამდენიმე დღით ადრე შევწყვიტე ოჯახთან ერთად შვებულება და დავბრუნდი, რუსეთის მიერ უკვე კონტროლირებად ტერიტორიებზე საეჭვო მოქმედებების გამო. არათანაბარი ძალების მიუხედავად, ჩვენი არმიის გმირული შეწინააღმდეგების უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩვენ შევძელით მტრის გაჩერება და ამით რამდენიმე ძალიან ძვირფასი დღის მოგება, სანამ როგორც იქნა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთო და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა, რამაც უდიდესი როლი შეასრულა თბილისზე შეტევის შეჩერებაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი ასეულობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში და ამით გამოაჩინეს საოცარი ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ბალტიის სამი ქვეყნის და უკრაინის ლიდერები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ და ჩვენს ხალხთან ერთად დადგნენ. საქართველო სასწაულებრივად გადარჩა და კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით განაგრძო განვითარება. პუტინმა ვერ შეძლო მისი ვერც ერთი სტრატეგიული გეგმის შესრულება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. დღეს მე ქედს ვიხრი ქართველი ჯარისკაცების და ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე, რომლებიც გახდნენ თავდასხმის მხვერპლნი. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ!
|