#48683294 · 29 Aug 2016, 14:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ILOVEGEORGIA
QUOTE | მთელი პლიაჟი ნაგავს მიაქ |
ნაგავს არ მიაქვს ნამდვილად, თუმცა ნაყარი ხშირად გხვდება თვალში. ჩემი დაკვირვებით სათანადოდ არ სუფთავდება, თუმცა მომსწრე ვარ რომ ყოველდღიურად ასუფთავებენ. ხალხია რა გაღორებული. სადაც წვანან იქ ისაქმებენ. მენტალურ-კულტურული პრობლემა გვაქვს ჩვენ, სომხებს, აზერებს და რეგიონის დანარჩენ ხალხებს. ჭაობის ბაყაყებივით ვართ. ხოო, ჩვენგან გამოვყოფდი ადგილობრივებს (ქობულეთის რაიონის სოფლებიდან ჩამოსულებს) ოჯახებიანად რომ მოდიან თავის პრავიზიანად. ნაგვით სავსე პარკები რჩება მაგათ შემდეგ.
ქალაქში სისუფთავეა, მაგალითად დღეს ჩემი სახლის წინ დილაუთენია დაცალეს ბუნკერები, მაგრამ ზუსტად 3 საათის შემდეგ ორივე ბუნკერი გადავსებული იყო ისეთ დონეზე რომ, ზვინები ედგა ზემოთ და ასფალტზეც გადდმოყრილი იყო. პირველი რეაქცია და აზრი გექნება შემდეგი: ოხ ეს გამგებელი და დასუფთავების სამსახური, არაფრის მკეთებელი უსაქმურები. არადა გახურებული სეზონია და გაგებით უნდა მოვეკიდოთ მოვლენებს. რესტორნები და კაფეები თვალის დახამხამებაში ავსებენ ბუნკერებს.
ააა აგერ მოადგა უკვე მეორეჯერ დასუფთავების მანქანა ამ 2 ბუნკერს და იღებენ. ანუ მუშაობენ დატვირთვით.
This post has been edited by Patagonia on 29 Aug 2016, 15:20
|