#51116250 · 9 Aug 2017, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდერატორს ვთხოვ არ დამიხუროს 1 დღით თუ რამე სწორად არაა . ვაპირებ წერეთელზე ბინის შეძენას ამხანაგობა "ბაგრატიონი 53"-ისგან კვადრატულის ფასი ძალიან იაფია 370 დოლარი,რაც მაეჭვებს . მეშინია იმის,რომ მეცამეტე სართულის შენება ახლა იწყება მე.კიდე მეთოთხმეტეზე ვყიდულობ ბინას. მშენებლობა 2012 წელს დაიწყო პროექტი 15 სართულიანია სულ. მეუბნებიან რომ ნოტარიუსთან ისე გავაფორმებთ რომ თუ ჩვენი მშენებლობის ტემპები არ მოგეწონება თანხას უკან გამოითხოვო. მერე ვიეჭვე მაინც და ჩუმად მუშებსაც ველაპარაკე ამ მშენებლობაზე და მითხრეს ძალიან იწელება ხელფასებს აგვიანებენო და ა.შ ახალ წლამდე არ მორჩება მაგის იმედს თუ გაძლევენო ტყუილიაო. მე კიდე უკვე იმის მეშინია საერთოდ არ მიანებონ თავი სანამ მეთოთხმეტეზე მივლენ. რამდენად სარისკოა ეს ყველაფერი და რამდენად შემეძლება თანხის უკან გამოთხოვნა ? და საერთოდაც ეს ამხანაგობა როგორი რამეა რა განსხვავებაა შპს სგან და რისი გაკეთება შეიძლება თუ გაჩერდნენ და აღარ გააგრძელეს :/
--------------------
ფკ
|