ერთი გოგო მომწონდა შორიდან, სულ რამდენჯერმე ვარ დალაპარაკებული. მაგრამ მოვწონდი თუ არა, ზუსტად არ ვიცი. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით ვაინტერესებდი. ვიცოდი რომ უნდა წასულიყო საქართველოდან და კიდევ მაგრად მომენატრა.
ფეისბუქი არ მაქვს და გავაკეთე ფსევდონიმით. მოვძებნე და მივწერე როგორ ხარ, შენი ძველი ნაცნობი ვარ. კიდევ თბილისში ხარ-მეთქი? მიპასუხა რა გქვიაო? სახელით ვერ მიცნობდა, ამიტომ ვუთხარი რომ ჩემს სურათს ვანახებდი და იმან - მოუთმენლად ველიო.
თვითონ ფეისბუქზე არა, სხვა ფოტოების საიტზე ავტვირთე რამდენიმე სურათიანი გალერეა და ლინკი გავუგზავნე. რომ დასინა, ორ წუთში მივხვდი რომ დამბლოკა. მაგრად გამიტყდა გული.

თქვენი აზრით ამ ვარიანტებიდან ყველაზე სავარაუდო რომელია? თქვენ როგორ მოიქცეოდით ბოლო ორ შემთხვევაში როცა ანონიმი გწერთ?
1) ნახა ჩემი სურათი და სინამდვილეში მაგრად არ ვევასები და იმიტომ დამბლოკა.

2) შეიძლება ლინკი არ გახსნა და ჰაკერი ვეგონე და იმიტომ დამბლოკა.
3) გალერეაში პირველ სურათზე არაფერი ჩანდა და სხვა სურათებზე, სადაც მე ვჩანდი, შეიძლება არც გადასულა. ტროლი ვეგონე.
მერე თუ კიდევ შემხვდება და ინტერესს გამოიჩენს, უნდა ვაპატიო თუ არა ფეისბუქზე დაბლოკვა?
This post has been edited by Marvin the Martian on 9 Aug 2017, 17:39