ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის ახალი ოპერატორი კომპანია მთავრობას ჯერ არ შეურჩევია, მაგრამ ზონით ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა რამდენიმე მსხვილ ინვესტორ კომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თიზ-მა ფოთის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ჩვენ ვესაუბრებით რამდენიმე ჯგუფს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სახელმწიფოს საკუთრება გახდა. „რაკია ჯორჯიას" ნაცვლად ფოთის თიზ-ის მმართველი სახელმწიფო იქნება.
რა გახდა კომპანია "რაკიას" მიერ აქტივების დათმობის მიზეზი უცნობია.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=44262&cat_id=5კორეელი კიდე ხო მარა რა შეუყვეს ამ ჩინელებს ამერიკელი ან ევროპელს არავის უნდა კიმარა აქ ინვესტიციის ჩადება დავიჯერო
This post has been edited by dimonds on 20 Nov 2016, 21:58