პირველი პრეცედენტი - 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ ლია შიოშვილს, რუსეთის ხელისუფლებამ კომპენსაცია ჩაურიცხა
2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან გამოძევებულ ლია შიოშვილს რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია - 30 000 ევრო, ჩაურიცხა.
ეს პირველი ასეთი პრეცედენტია, როცა რუსეთმა აღასრულა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფეხმძიმე შიოშვილი 2006 წლის ოქტომბერში, 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოსკოვში დააპატიმრეს და დეპორტაციამდე 2 კვირა გაუსაძლის პირობებში ბავშვებთან ერთად აცხოვრეს.
http://rustavi2.ge/ka/news/82234ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაცა მზაკვრული აქვს ჩაფიქრებული რუსეთს და ეს ნაბიჯი რაღაც შორსმიმავალი გეგმის ნაწილია. რუსეთი არ აღიარებს ევროსასამართლოს იურისდიქციას. მაშ რა ეტაკა უცებ, რომ კომპენსაციის გადახდა გადაწყვიტა? არ მგონია, რომ რუსეთში ჭარბმა ჰუმანიზმმა იფეთქა, არც იმას ვფიქრობ, რომ რუსეთმა ევროსასამართლოს იურისდიქციის აღიარება გადაწყვიტა. მაშ რა მოტივი ამოძრავებს რუსეთს, თქვენ როგორ ფიქრობთ, იუზერნო?  
Nihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.