როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 პირის ვრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, ოლეგ ფაცაციას (იგივე პალაჩის)ყოფილი პატიმრის, აკაკი ოჩიგავას წამების ბრალი დაემატა, ხოლო მალხაზ ღვინიაშვილს,(იგივე ლისის) ასევე ყოფილი პატიმრის პაპუნა კვარაცხელიას წამებას ედავებიან.
დანარჩენ ოთხ ბრალდებულს, ზაზა ხარაიშვილს, ნუგზარ მარღიას, დავით ნოზაძესა და დავით ჩიხლაძეს 2012 წლამდე ციხეში პატიმრების მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ედებათ ბრალად.
საბრალდებო ეპიზოდებს შორის არის გლდანის ციხის ცნობილი ე.წ. კარანტინის დაშლა, რომელში მონაწილეობასაც დაკავებულებს ედავებიან.
6-დან 5 პირი ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. მეექვსე ბრალდებული ოლეგ ფაცაცია სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული. ექვსივე ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
დღეს სასამართლომ ციხის ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ საქმეზე არსებითი განხილვის თარიღი უნდა ჩანიშნოს
https://metronome.ge/%E1%83%9E%E1%83%90%E1%...83%90%E1%83%9C/ეს ზღვაში წვეთია რაც მათ ჩაიდინეს
წლების განმავლობაში აწამებდნენ ხალხს და ვფიქრობ უდიდეს სასჯელს იმსახურებენ
არანაირი ამნისტია და არანაირი შეწყალება
This post has been edited by გაგუშა on 11 Aug 2017, 15:17
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"