რუსეთს შეუძლია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდი გახდეს,-აღნიშნულის შესახებ დალაი ლამამ რადიო "კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში განაცხადა.
...დალაი ლამას თქმით, მას სჯერა, რომ "რუსეთს დიდი მომავალი აქვს". მან ასევე აღნიშნა, რომ სურს NATO-ს შტაბბინა ბრიუსელიდან მოსკოვში გადავიდეს. მისი თქმით, "რუსულ მენტალობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტრული ძალების სიმბოლოა. " თუ NATO-ს ოფისი მოსკოვში იქნება, ფსიქოლოგიურად ყველაფერი ადვილი გახდება, იქნება იმის განცდა, რომ თქვენ და ამერიკელები ერთად ხართ", - განაცხადა დალაი ლამამ.
როგორც მან გაიხუმრა, ეშინია იმის, რომ აღნიშნული წინადადების შემდეგ, შესაძლოა აშშ-ში არ შეუშვან.http://www.ipress.ge/new/81904-dalai-lama-...s-khidi-gakhdes...ყველაფერს ვიფიქრებდი და პუტინის აგენტურა თუ პოტალას მონასტერშიც შეაღწევდა არ მეგონა!
ავი ხმები იმასაც ამბობენ - ბოლო დროს დალაი ლამა კრემლიდან გამოგზავნილ "პშენიჩნაიას" მიეძალა და "ჯეკ დენიელს" ზედაც აღარ უყურებსო, მოკლედ საზოგადოება და ქართული მედია მაგარი დაბნეულია!
თუმცა ამ ტიბეტურ სიბრძნეშიც არის რაღაც რაციონალური, აბა დაფიქრდით ... იასნია, მოსკოვში გადაბარგების შემდგომ, "NАТО" შეიცვლის სახელს და დაირქმევს "NATASHA"-ს, ამას რო გივია სიხარულიძე გაიგებს, ეგრევე დასაბმელი გახდება და მოსკოვში "NATASHA"-ს ეწვევა...მგონი დანარჩენი ყველაფერი გასაგებია, ერთ ღამეში "NАТО - NATASHA"-შიც შევალთ და უსისხლოდაც დავიბრუნებთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს!
პ,ს,: მოკლედ, როგორც სხვა, ეს თემაც პოლიტიკურ-იუმორისტულ-სარკასტულია და იმედია პატივცემული მოდერი მასაც არ მონათლავს ანტისახელმწიფოებრივ და ეროვნული გრძნობების შეურაცმჰყოფელად!
This post has been edited by Stalker2005 on 18 Aug 2017, 08:22