ხალხს დედა ედღვნებოდეს და რეაქცია არ ქონდეს-ან დიქტატურის ქვეშ უნდა იყოს ან გამაბრულებელი-ანტიდეპრესანტი საშუალება უნდა ქონდეს ულევად.
მოსახლეობის უმრავლესობა ნარკოტიკით თრობის წინააღმდეგია და რეფერენდუმიც რო ჩატარდეს ,ნარკოტიკის ლეგალიზაცია ვერ გაიმარჯვებს.
სამაგიეროდ რჩება ყველასთვის ხელმისაწვდომი და ტრადიციულად შესისხლ-ხორცებული ალკოჰოლი.
თან ჩხუბის თავიც რო არ აქვთ ამ ჩემისებს

სიმთვრალეშიც გადედლდა ხალხი-ადრე თუ მთვრალები მღეროდნენ მუხრან ჩავუხტეთ ბატონსაო-ეხლა ცრემლიანი თვალებით ლოკავენ ერთმანეთს.
იმას რასაც უნდა ითხოვდეს მოქალაქე -(პირადს ეხება ეს თუ ეროვნულს)-სასამართლოში ან ქუჩაში გამოსვლით,ითხოვენ სუფრაზე -თამადა ერთი მათქმევინე კაცურად-ის საშუალებით ან სულაც ლუდით სავსე პლასმასის ჭიქით ხელში ერთი ერთზე.
მერე როგორი ქართველობა წართმეულის ბოღმა ან პატრიოტული სულისკვეთება მოყვება ხოლმე ამ სადღეგრძელოს ან სიტყვით გამოსვლას-როგორი გეგმები,ასე ვქნათ-ისე მოვიქცეთ.
მაგრამ რათ გინდა,გათენდება და პახმელიაზე ყველაფერი გეზარება,თან უკვე ემოციებისგან დაიცალე,ბოღმა ამოიღე წინა დღეს,შენი უარყოფითი მუხტი გადადე ყველა სუფრის წევრს.
სანამ ახალი ბოღმა დაგიგროვდება კრიტიკულ ნიშნულამდე,რომელმაც სამოქალაქო პროტესტისკენ უნდა გიბიძგოს -კიდევ ერთი დალევა გიწევს,ეს ყველაფერი კიდევ არ გიშვებს არც სასამართლომდე,არც ქუჩაში პროტესტამდე და ისევ ცრემლიანი თვალებით სუფრაზე ჭიქით ხელში გამოსვლები.
მთვრალი კაცების ერთმანეთთან წუწუნი და ტირილი სპობს ყველანაირ საპროტესტო აქტივობას.
რუსეთზე დიდი მტერი,ალკოჰოლია საქართველოსთვის.
რამდენიმე თვიანი მშრალი კანონი და ვნახავთ მასების გამოფხიზლებას,რადიკალურ-ერთიან ეროვნულ პროტესტს.