http://mediamall.ge/?newsid=202270წყარო
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მეარაყიშვილის ოჯახისთვის დაკავების მიზეზი უცნობია. ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს.
MediaMall.ge თამარ მეარაყიშვილის ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავების ფაქტთან და მიზეზებთან დაკავშირებით, დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნიათ და მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ თამარ მეარაყიშვილი ივლისის ბოლოს, დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის წევრთან, სპარტაკ დრიაევთან დაკავშირებით ცხინვალში დაკითხეს.
დრიაევი მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული და 2008-2011 წლებში, სასჯელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა.
იგი 2011 წელს, თბილისსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, პატიმრების გაცვლის დროს ცხინვალს გადასცეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, დრიაევის გარდა, ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ცხინვალს ანატოლი ბესტაევი, კაზბეგ ძიგოევი, ზევინარ კაზიევა, იური ხაჩიროვი, ვიტალი ჩოჩიევი და მურმან კაზაევი გადასცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ დაბაში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და არცთუ იშვიათად, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკულია.
როდემდე?!!! ადვოკატიც არ ყავს.....