#51167471 · 18 Aug 2017, 10:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კარგა ხანია ამ კითხვის დასმა მსურს და კომპეტენტური აზრის მოსმენა, მაქვს სოფელში ნაყიდი სახლი ნათესავებთან ახლო, საერთოდ ინტწრნეტით ვიხდი და უმეტესად რაც დენია დამწვარი იმაზე მეტ საკომისიოს ვიხდი, საკომისიო არის 50 თეთრიდან ლარამდე დღეს გადავიხადე ელექტროებერგიის გადასახადი სადაც საკომისიო გამომართვეს ერთი ლარი, გადავიხადე როგორც ყველა ამ სოფლის მოსახლე იხდის სოფლის ერთადერთ ბუტკაში სადაც პური და გარკვეული პროდუქტები იყიდება, ენერგოპროს განცხადებით ყავს მილიონ ორასზე მეტი აბონენტი, სავარაუდოდ აქედან მილიონი ხომ იხდის არა ენერგოპროს ოფისში, გამოდის მარტო ერთი კომპანია თვეში სულ ცოტა 500 000 ლარს ზედმეტს ახდევინებს თავის მომხმარებელს, ენერგოპროს გარდა რამდენი კომპანიაა? თელასი სოკარი ინტერნეტ პროვაიდერები, დასუფთავება თუ მობილური ოპერატორები, ყოველთვიურად ამ კომპანიების სერვისებში სადღაც 5 -10 მილიონს ზედმეტად ხომ იხდის ხალხი? რატომ? ეხლა მაინტერესებს კომპეტენტური ხალხის აზრი მე რომ ვარ მონოპოლისტი კომპანია, არ ვარ ვალდებული ჩემი სერვისის საფასური ტარიფის გარდა დამატებითი ხარჯების გარეშე მივაწოდო? მაშინ ჩადონ ეს ხარჯი ტარიფში, როდესაც ამ კომპანიებმა მოლარეები ბუღალტერები ოფისის თუ სხვა ხარჯები შეამცირეს სადაც ხალხი გადასახადს იხდიდა. მოკლედ არ არიან ვალდებული ეს კომპანიები ხალხს მიაწოდონ თავისი სერვისი დამატებითი ხარჯების გარეშე? ამ სახელმწიფო მთავრობა არაა ვალდებული თავისი ხალხი დაიცვას კომპანიების ძარცვისგან?
This post has been edited by dragendo on 18 Aug 2017, 11:05
|