ინდოეთისა და ჩინეთის მთავრობები სამხედრო მზადყოფნას აცხადებენ. ისინი ჰიმალაის მთებში მდებარე სადავო ტერიტორიას მრავალი ათეული წელია ვერ იყოფენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა დღემდე ვერ მონახეს. რეგიონში დაძაბული ვითარებაა, წერს სააგენტო Independent.
ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის გამო, სადაც ჩინეთის, ტიბეტის, ინდოეთისა და ბუტანის საზღვრები იკვეთება, ჩინეთმა და ინდოეთმა უკვე აწარმოეს ერთი სრულმასშტაბიანი ომი 1962 წელს.
ახლა ვითარება თავიდან დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჩინელმა სამხედრო ინჟინრებმა რეგიონში გზის გაყვანა დაიწყეს. ინდოეთი ამ გზის გაყვანას 1990-იანი წლების ბოლოს დადებული შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს.
გაზეთი South China Morning Post, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთს სარაკეტო თავდასხმისა და სამხედრო ოპერაციის გეგმა აქვს.
ინდური The Times of India კი პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ბოლო მიმართვას ციტირებს, რომ „ქვეყნის უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი“.
http://agora.ge/new/15729-chinetsa-da-indo...tareba-daidzabaრაც უნდათ ის უქნიათ, მხოლოდ ნეპალს და ტიბეტს არაფერი დაუშავონ. მემგონი ნეპალი და ტიბეტი, ეს ორი ადგილია, სადაც ნორმალური და ბრძენი ადამიანები შემორჩნენ...