#51230558 · 29 Aug 2017, 11:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, როგორც იცით საქართველოს სრულყოფილი ტურისტული (თუნდაც არასრულყოფილი) ონლაინ/გუგლ მეფთან ინტეგრირებული რუკა არ არსებობს, რომელიც ბევრ ჩვენგანს და უცხოელ ტურისტს გაუიოლებდა მარშრუტების დაგეგმვასა და ტურებში სიარულს. შესაბამისად, გვინდა დავიწყოთ სრულმასშტაბიანი ტურისტული რუკის შემუშავება, რომელზეც დატანილი იქნება ყველა ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, მაგალითად: ხუროთმოძღვრული ძეგლები ციხე-სიმაგრეები მდინარეები/ტბები მწვერვალები სამთო/სათხილამურო/გამაჯანსაღებელო კურორტები ეკო-ტურიზმისთვის მიმზიდველი ბუნებრივი ადგილები სალაშქრო მარშრუტები განთავსების საშუალებები და ყველა სხვა დამხმარე თუ ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ მოგზაურს.
რატომ ვწერ აქ, მინდა მოვისმინო თქვენი შეხედულებები, რადგან ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადი და გაწელილი პროცესია, რას ფიქრობთ, რა ინფორმაცია და როგორი პრინციპით უნდა იყოს დატანილი რუკაზე, შეგიძლიათ გაიმეოროთ ჩემი ჩამონათვალიც და სრულყოთ იგი. გთხოვთ, ტექსტს მიეცით ჩამოყალიბებული სახე, ძალიან მაინტერესებს იმ ადამიანების აზრები, ვინც საქართველოში ბევრს მოგზაურობს, იცის თითოეული მხარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, სად გვიჭირს და სად არა, ამ რუკით უკეთესად შევძლებთ დავინახოთ, რისი განვითარება გვჭირდება უფრო მეტად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. წინასწარ მადლობა, ველოდები თქვენს გამოხმაურებას.
პ.ს. გთხოვთ, ტექსტს მისცეთ ასეთი სახე, ვფიქრობ, რომ რუკაზე დატანილი უნდა იყოს /ეს, ეს და ა.შ/ ამიტომ, ამიტომ და ა.შ. ნუ ჩამოთვლით კონკრეტულ ადგილებს, მხოლოდ ზოგადი დასახელება, კონკრეტული ადგილები მოგვიანებით განვიხილოთ.
პ.პ.ს. [ვიცი, რომ არსებობს ტურისტული მარშრუტების რუკა, თუმცა ეს რუკა ძალიან მწირ ჯნფორმაციას შეიცავს]
|