#51191025 · 22 Aug 2017, 16:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
N1 კონსტიტუცია არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და განვითარებას. კონსტიტუცია არის სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის N1 გარანტი.მე-7 მუხლი: "სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს". ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა და ფუნქციონირება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონსტიტუცია ამას. ამრიგად, იგი უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი ემსახურებოდეს ხალხის კეთილდღეობას, განვითარებას და უფლებების დაცვას. ესეთ რაღაცეებზე ილაპარაკე.
N2-N3 გარკვეულწილად ერთმანეთს გავს. კონსტიტუციაში მოცემული თითოეული საკითხის გადაწყევეტის უფლებამოსილება ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, ისინი განსაზღვრავენ შიგნით რა უნდა ჩაიწეროს და რა ფორმით.
|