ხელის შებრუნება კი სცადა...ჭიქისკენ გაიწია მაგრამ კოკა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ისე შვილად ეკუთვნის კოკას, 81 წლიანია!
მე ვიტყოდი შეურაცხმყოფელია კოკას რომ ეს ღლაპი დაუსვეს.
მე ვფიქრობ ჩვენი ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გვეკარგება.
ის რომ ჩვენ ვთვლით ე.წ. ს. ოსეთი "ჩვენი" იყო და თუ გვინდოდა იქ ტანკებს შევიყვანდით თუნდაც ვისროდით!
1. მართალია რომ ჩვენ გაცილებით მეტი უფლება გვქონდა და გვაქვს ს. ოსეთზე ვიდრე რუსეთს, მაგრამ რუსეთი ამას უყურებს ისე რომ ჩვენ ძალადობის უფლება არ გვქონდა:
- ის რომ ს. ოსეთი დეფაქტო დამოუკიდებელი იყო თითქმის მაშინვე რაც სსრკ დაიშალა და რეფერენდუმები ჩაატარა, თუმცა ეთნოწმენდის შემდეგ (ეს აქუსთან ნ. სვანიძის გამოსვლაშიც იკითხებოდა; სხვათაშორის ამ კაცს რაც უნდა დავუფასოთ არის ის რომ გულწრფელი და პირდაპირი იყო, ფოკუსების და პოლიტიკური "პადაპლიოკების" გარეშე, განსხვავებით იგივე განაპოლსკისგან...)
- ის რომ რუსეთი (დერჟიმორდულად) თვლის რომ ს. ოსეთი ჩვენი იმდენადვეა რამდენადაც ჩვენ "ვიყავით" რუსეთის სსრკს დროს. და რადგანაც სსრკ აღარ არის, ის ძველი რეჟიმი აღარ ვრცელდება...
- ისტორიული რაკურსები (სტალინი ბერია...) და ძალადობის დაუშვებლობა
2. მე ვემხრობი იმ მოსაზრებას რომ ომი ჩვენ
არ უნდა დაგვეწყო (მემგონი ფორუმზეც ეს აზრი იყო! ვინც იწყებდა ის აგებდა!) და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ ძალადობას არ გვაპატიებდნენ. აქ ორი მომენტია, ჩვენი სუსტი მხარე და რუსეთის ძლიერი მხარე:
- ომი სააკაშვილმა დაიწყო პარლამენტის სანქციის, მისი ავტორიზების გარეშე (ამიტომ საერთაშორისო სამართლის ზედმიწევნით დაცვით, ეს ომი, ტექნიკურად, საქართველოს არ დაუწყია!)
- როდესაც სააკაშვილმა მძიმე ტექნიკა შეიყვანა ცხინვალში, იმ დროისთვის იქ იმყოფებოდა რუსეთის "მშვიდობისმტრედების" მხოლოდ ერთი ბატალიონი, მსუბუქი შეიარაღებით. აქ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთმა გამოიყენა ე.წ.
UN Route , პროცედურა, გაეროს უშიშროების საბჭოს მინიმუმ 3ჯერ მოწვევა მოითხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიყვანა მძიმე ტექნიკა და ტანკები.
ამიტომ, ამის ზუსტი გამოძიება ჩვენ არ გვაწყობს, მე ასე მგონია და იმედია ობამაც არ მოიკლავს თავს ბუშის მსგავსათ.
3. მე სამწუხაროდ და საუბედუროდ მგონია რომ ჭკუას ვერ ვსწავლობთ. ისევ რიტორიკით ვხელმძღვანელობთ. ამ მხრივ ჩვენი ეკლესიისა და მისი უწმინდესობის მედიაციაა საკმაოდ კარგი ტონია და საბოლოოდ აუცილებლად ნაყოფიერი აღმოჩნდება.
ჩვენ ყურადღებიდან გვრჩება (ან ძალით ვტოვებთ, რაც გვახასიათებს

... ) თუ
რატომ, როგორ დაიწყო ეს ომი! კერძოდ,
- მე ღრმად მწამს ეს ომი არ დაიწყებოდა საქართველოში რომ დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა ყოფილიყო. თუნდაც ერთპარტიული პარლამენტი რომ არ დაგვეშვა ეს ომი არ დაიწყებოდა! რატომ?
იმიტომ რომ სააკაშვილმა იგრძნო მას
ყველაფერი ჰქონდა, საკანონმდებლო აღმასრულებელი მედია... და ეხლა რაღა ექნა და შემდეგი ნაბიჯი იყო მაქსიმუმი: შეჭრა!
აი ასეთ კრიტიკულ ნიუანსებში ჩანს დემოკრატიის სარგებლიანობა! (სხვა სიტაუციებში თუ ის ბლაბლაბლაა, კრიტიკულ სიტუაციებში ის შეუცვლელია! ამიტომ არის ის შეუცვლელი)
ალეგორიულ შედარებას მოვიყვანს: პატარკაციშვილზე. პატარკაციშვილს ჰქონდა ყველაფერი და მოინდომა მაქსიმუმი და წაააგო! იგივე მოუვიდა სააკაშვილს.

ეს ჩვენ,
ხალხს, არ უნდა დაგვეშვა
ისიც ფაქტია რომ აფხაზები/ოსები ეთნიკურ ბალანსს აღარ დაარღვევენ და თავს ეთნიკურ უმცირესობაში არ ჩაიყენებენ, სამწუხაროდ
(მე "კეთილისმყოფელი" საუბრები, დიალოგები დევნილების დაბრუნებაზე მიმაჩნია სრულ თვალთმაქცობად მათი მხრიდან). ამას არასოდეს დაუშვებენ. მარგველაშვილმა კარგად თქვა: სააკაშვილი როდესაც პუტინს დაუპირისპირდა ის ტატამზე კი არ იწყვევდა პუტინსო! ამით მან გინდა არ გინდა საკუთარი ხალხი დააპირისპირა მეორე ხალხსო! მართალია!
ასევე მცდარია: ამ ომის ფატალისტური კუთხით მოხსენიება. (დარჩიაშვილი ახდენს ამის ხშირ პედალირებას)არავითარი განადგურება გარდუვალი და გარანტირებული
არ არის თუკი არ იფხან რომ ამას მიაღწიო!
უნდა მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე თუ გვინდა რომ გადავრჩეთ!
ის დღე როდესაც შენი სოფელი ავაოხრე, ოჯახი დაგიწიოკე, სახლ-კარი გადაგიწვი, შენი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. ჩემთვის კი იყო, სამშაბათი.------ძლიერი იუზერი ისააა, რომლის დაპოსტილის შემდეგ ფ ო რ უ მ ზ ე სიჩუმე ჩამოვარდება, შემდეგი იუზერი კი ფიქრობს რა დაპოსტოს ან დაპოსტოს თუ არა....