traxtanbergiმადლობა რჩევისთვის. არა ისე არ ვარ რო ვალებში ვიხრჩობი ან რამე მსგავსი. უბრალოდ ნელნელა ვიხდი, წყნარად ვარ სამსახურში წარმატებულად მიმდის ყველაფერი. უნივერსიტეტიდან წამოსული ვარ გაურკვეველი რაოდენობით იმიტომ რომ სამსახურისთვის მიმეხედა და დამაწინაურეს კიდეც. ეხლა რომ წამოვიდე ამერევა სულ ყველაფერი და მობრუნების პრასვეტიც არ მექნება არანაირი. ოჯახსაც ვეხმარები თან და ეგეცაა.. თორე ვალები მაგდენი არც მაქვს რომ ეგ იყოს ერთადერთი ფაქტორი.
* * *
კაროჩე სხვა გზა იმენა არ მაქვს, უნდა დავრეგისტრირდე თორე სამსახური თუ დავკარგე მთელი ცხოვრება ამერევა და უკან დამხევს რამდენიმე წლით.
თან სესხების მაქვს გადასახადი და ნაღდად არ მაქვს საშუალება ვიშკაზე დგომის გამო სამსახური დავკარგო.
თანამშრომელი მყავს იურიდიულზე და რამე კანონი რომ შემოიღონ რაც შენ მდგომარეობას გიუარესებსო თუ შენი ქმედების მერე შემოიღესო მაშინ არ შეგეხებაო "გლეხურად" ესე მითხრა და ვნახოთ აბა

იმედია ამის გამო რამე პრობლემა არ შემექმნება მარა სხვა გზა რომ არ მაქვს ეგ ფაქტია. მოწვევა ჯერ არ მომსვლია მარა მომივა უეჭველი და ჯობია მაქამდე მოაყომაროო ესე მითხრეს.
დღეს გავდივარ ამ წამს გირჩისკენ. აბა წარმატებები ვინც მსგავს დღეში ხართ