#51183511 · 21 Aug 2017, 11:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ასეთი სიტუაციაა: თებერვალში ბინაში გამოცვალეს მრიცხველი( შეიცვალა მათი სურვილით ,მრიცხველის სიძველის გამო ,თავიდან დაყენებული მრიცხველი იყო ).იმ პერიოდში შემოწმებაზე დადიოდნენ, მაშინ ჩათვალეს საჭიროდ ,რომ ჩაენაცლებინათ და მალევე გამოუშვეს ხელოსანი ახლის დასაყენებლად . მოვიდა ხანდაზმული კაცი ,რომელიც ძლივს დადიოდა და მრიცხველის მოხსნის დროს ვინტები უცვივდებოდა დაბლა ,შევთავაზე მოხმარება და არ მინდაო .როცა მოხსნა ,ვიზუალური დათვალიერებით არაფერიაო ,ლუქები ადგილზეაო და მითხრა ,რომ მაინც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო და იმის მიხედვით გადაწყდებოდა მრიცხველის თანხა მექნებოდა თუ არა გადასახდელი ,თან მითხრა რომ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიმეკითხა მიცკევიჩის ოფისში ,თუ მინდოდა ,რომ მეც დავსწრებოდი შემოწმების პროცესს .მე რათქმაუნდა მივაკიხე მრიცხველს მეოთხე თუ მეხუთე დღეს და არც იყო მიტანილი ოფისში შესამოწმებლად ,ჩაინიშნეს ნომერი და მითხრეს რომ მოიტანენ დაგირეკავთო .მას მერე არავინ შემხმიანებია ,თან სიმართლე გითხრათ არც მე დამირეკავს ,რადგან არასდროს გაგვიხსნია მრიცხველი და ყოველთვის კეთილსინდისიერად ვიხდიდით მოსულ გაზის დავალიანებას .რამდენიმე დღის წინ მირეკავენ ყაზტრანსგაზიდან და მეუბნებიან რომ დასკვნა მოვიდაო და მოდით წასაღებადო .დასკვნაში წერია რომ ჭანჭიკებია მოშვებული და წებოს ლაქები შეიმჩნევა ,ოქმზე როგორც დამრღვევი მაწერინებენ ხელს ,იქვე გავაპროტესტე და ახსნა -განმარტებაც დავწერე ,როგორც იყო ყველაფერი ,თან ვადებიც დარღვეულია .თან თანამშრომელმა ,ვინც შეადგინა ოქმი მითხრა რომ იურისტები წყვეტენ საბოლოოდ გადაიხდით თუ არა მრიცხველის საფასურსო და ჩაინიშნეს დრო ამ თვის ბოლოს როცა უნდა მივიდე და ჩემი თანდასწრებით გმაოიტანენ გადაწყვეტილებას . უბრალოდ ვერ ვხვდები ტყუილად რატომ უნდა დამეკისროს თანხის გადახდა ,არვიცი იმ ხელოსანს მოუძვრა რამე მოხსნის დროს და დაკარგა თუ რა მოხდა ,ძნელია ამტკიცო სიმართლე თან ოქმზე როგორც დამრღვევი ავტომატურად ჩემს საწინააღმდეგოდაა
მირჩიეთ და დამაკვალიანეთ რა შეიძლება რომ გაკეთდეს ან თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა
|