#51194057 · 23 Aug 2017, 01:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ წინა თემა მოდერმა განათლებაში გადააგდო,იმედია ამ თემას მაინც აქ დატოვებს,რადგან ეს თემა ყველა დასაქმებულს ეხება,ანუ საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია. საქმე კი იმაშია,რომ ჩემს ახლობელს ჯანმრთელობის პონტში შეექმნა პრობლემა და გავყევი ერთ-ერთ კლინიკაში,ექიმმა გასინჯა და ეს ავადმყოფობა პროფესიული ავადმყოფობა არისო,გააგზავნა სხვა,ექიმთან,იმანაც წამლები გამოუწერა და ისევ იმ ექიმთან გააგზავნა,ამან დიაგნოზს დახედა და ნწ,ნწ,ნწ თავი გააქნია,ასეც მეგონაო ათი დღე მიიღე ეს წამლებიო,მერე ისევ მოდიო,მაგრამ ფეხზე ეცადე რომ ღია ფეხსაცმელი გეცვასო,ნუ შლოპანცები ან ესპადრელებიო,ამას კი ისეთი სამსახური აქვს შანსი არაა შლოპანცებით ვერც ესპადრელებით ვერ მივა,მე ვუთხარი იქნებ გამოუწეროთ ბიულეტენი,რომ ნორმალურად იმკურნალოს მეთქი და კატეგორიული უარი მითხრა,ასეთ ავადმყოფობაზე ბიულეტენს არ ვწერთო,არადა სამსახურიდან ვერც დაეთხოვება,მაშინ უხელფასოზე უნდა გავიდეს და იმასაც ან მისცემენ ან არა,ბიულეტენი რომ მიეცათ იმკურნალებდა ნორმალურად ის ათი დღე და ანაზღაურებასაც არ დაკარგავდა,ხოდა ერთი კითხვა მაქვს,როდემდე უნდა იყოს ამ ქვეყანაში დასაქმებული და მშრომელთა უფლებები ფეხზე დაკიდებული?ჯერ სამსახურის შოვნა ხომ რამხელა პრობლემაა და მერე იმ სამსახურში მონასავით რომ გაპახავებენ და სანამ მაგდანას ლურჯასავით ფეხებს არ გაფშიკავ,ისე რომ არავინ არ გიჯერებს რომ შენც ცოცხალი არსება ხარ და მოფერება კი არადა ხანდახან მკურნალობა გჭირდება,ეს ექიმებიც ცოცხალი თავით არ წერენ ბიულეტენს,ეტყობა სისტემური პრობლემაა,თქვენ არ შეგხებიათ მსგავსი რამე?
This post has been edited by ჯიმი ლევი on 23 Aug 2017, 03:54
|