#51186444 · 21 Aug 2017, 21:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხალხნო რჩევა მინდა თქვენი თუ გქონიათ ვინმეს ანალოგიური სიტუაცია. ესე იგი მყავს მანქანა,უფრო სწორად მყავდა. ეს მანქანა მქონდა სვის კაპიტალში დალომბარდებული. ამავე დროს მქონდა დაზღვეული. მოკლედ ამ მანქანას ცეცხლი მოეკიდა და დაიწვა. სადაზღვეო კომპანიამ მანქანა გაატოტალა და მთლიან თანხას მინაზღაურებს მაგრამ ჯერ მანქანა კომპანიის სახელზე უნდა გადაფორმდეს. კომპანიის სახელზე ვერ ვაფორმებ იმიტომ რომ გირაო ადევს სვის კაპიტალიდან. სადაზღვეო მეუბნება გადმომიფორმე მანქანა და გადმოგირიცხავ თანხასო,სვის კაპიტალი მეუბნება ჯერ გადამიხადე და გირაოს მოგიხსნიო. ანუ არც ერთი მოდის დათმობაზე და არც მეორე. იქნებ ვინმეს გქონიათ ანალოგიური სიტუაცია. ლომბარდი რომ დავფარო არ მაქვს მაგის საშუალება და ვარ ასე ჰაერში
|