აჭარაში წვიმების ”შესაჩერებლად” მთების მოჭრას აპირებენ
საქართველო ”დაუჯერებელი ამბებით” და რაც მთავარია ”დაუჯერებელი ქმედებებით” ნამდვილად განებივრებული ქვეყანაა, ამჯერად, საკუთარი რეკორდის მოხსნის პრინციპით, ხელისუფლებაში მთათა სისტემის მოჭრის ინიციატივა გაჩნდა, ”მოსაჭრელი” მთები აჭარაში მდებარეოს და თურმე იმ მთებშია, წვიმიანი ამინდების გამომწვევი ”ჯადო” ჩამარხული.
”ფაქტი” ”მწვანეთა” პარტიის ლიდერს, გია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა.
- ბატონო გია, მართლა აპირებენ აჭარაში მთების მოჭრას?
- მეც გავიგე რომ აპირებენ, თუმცა ოფიციალური განკარგულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, იმ ვერსიის მიხედვით, რომელიც მე მოვისმინე, მთის მოჭრის იდეა სააკაშვილის ბოლო ვიზიტის დროს გაჩნდა, პრეზიდენტმა ვარშალომიძეს ტურისტების მცირე ნაკადის გამო საყვედური უთხრა. ვარშალომიძემ ტურისტების ნაკლებობა ცუდი ამინდებით ახსნანა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ ცუდი ამინდები იმიტომ არის რომ, ერთ -ერთი მთის იქით ღრუბლები არ გადადის. სააკაშვილმა განაცხადა - მერე ბიუჯეტიდან თანხები გამოყავით და მთა მოჭერითო
- საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერს, არ მეთანხმებით?
- გეთანხმებით მაგრამ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში უკვე აღარაფერი მიკვირს.
- კონკრეტულად რომელ მთებზეა საუბარია?
- როგორც ვხვდები, ლაპარაკი 2 უზარმაზარ ქედზეა. ერთის სიგანე 65 კილომეტრია, ხოლო სიგრძე - 2800 მეტრი, მეორე ქედის სიგანე 60 კილომეტრს შეადგენს და მისი სიმაღლე 2600 მეტრს არ აღემატება.
- ამ მთების მოჭრა რეალურად შესაძლებელია?
- ქედების მოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია , თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ ხელისუფლებაში იმდენად გაუნათლებელი ხალხია, რომ ”უკიდურეს” სისულელეებამდე მივიდნენს. არ ვიცი, იმ ქედების მოჭრას როგორ შეძლებენ. ლაბათ რამე ჯადოს თუ შეიმუშავებენ (იცინის). ადრეც ჰქონდათ დაუჯერებლობის თვალსაზრისით მსგავსი იდეა - ხელისუფლებამ მდინარეების აუზებთან ერთად გაყიდვის ოფიციალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც ჩვენი გაპროტესტების გამო არ განხორციელდა. თუ ახლაც რაიმე გაგემას წარმოადგენენ, პირადად მე, ევროპარლამენტს მივმართავ, რათა საქართველოს ხელისუფლებას სავალდებული ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ”
http://fact.ge/news.aspx