პროგნოზი 100% გამართლდა..."იუზერი ბჭობდა და მოდერს არ ეძინაო"!
მოკლედ და კონკრეტულად - "იხურება" იმიტომ, რომ იმიტომ!
მე მაინც შევეცდები მცირე განმარტებითი სემინარი ჩაგიტაროთ მოდერის სტატუსით შეიარაღებულო, ყოვლისმცოდნე პოლიტგანყის გამგებლებო:
ა) ადგილობრივი პოლიტიკა არის გლობლური საერთაშორისო პოლიტიკის ლოკალური გამოვლინება და სართაშორისო მოვლენის განხილვა ადგილობრივ მოვლენათა კონტექსტში არ ითვლება ფორუმის წესების დარღვევად!
ბ) მოვლენის კომენტირების ფორმა, ეს იქნება შარჟი, გროტესკი თუ ტრაგიზმი, თუ ის უცენზურო ლექსიკას და პირად შეურაცყოფას არ შეიცავს, იუზერის გამოხატვის უცილობელი უფლებაა, ხოლო ფორუმი ზუსტად ის სივრცეა, სადაც ეს უფლება უნდა იყოს გარანტირებული!
გ) მოდერაცია არ ნიშნავს მოდერის "ხოშის" დაკმაყოფილებას იუზერთა გამოხატვის უფლების ხარჯზე!
დ) თუ თემა თავის სათაურით წააგავს სხვა თემას, მაინცადამაინც ნუ აჩქარდებით და ნურც ითაკილებთ ... ზდილობის გულისათვის ჰკითხეთ მაინც იუზერს, რისი თქმაუნდა მას და რა კონტექსტი უდევს თემას საფუძვლად...ჩაგეთვლებათ ადამიანურ ტოლერანტობაშიც და ერუდიციაშიც.
ე) ქართულ ალფავიტში 33 ასოა და თითქმის შეუძლებელია ორი ისეთი თემის გახსნა, რომელთა სათაურში ერთიდაიგივე ასოები არ მონაწილეობდნენ და ამს გამო თემას ნი დახურავთ, რადგან ისინი აბსოლიტურად სხვადასხვა საკითხებს შეიძლება ეხებოდნენ!
პ.ს.: და რაც მთავარია, თქვენს ყურამდეც მოაღწევდა ალბათ...მოკვდა ის დრო, "თემის დახურვით" საზოგადოებრივი აზრის ფორმირება რომ ხდებოდა!
This post has been edited by Stalker2005 on 25 Aug 2017, 23:45