#51202521 · 24 Aug 2017, 15:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ მინდა რუსეთის ფაქტორი გამოვრიცხო, მაგრამ თუ ამაში შინაურის ხელი ურევია და პოლიტიკას უკავშირდება, მაშინ ერთი კითხვა უნდა დავსვათ: მოახლოებულ არჩევნების ფონზე, რომელ კანდიდატს აყენებს ზიანს ან სარგებელს ყველაზე მეტად?
ჩემი აზრით უდუმაშვილი უნდა გამოვრიცხოთ, მას ასე ადვილად ვერც დააზარალებ, ვერც რამეს შემატებ. ელისაშვილის შემთხვევაში კი, სხვაგვარად არის საქმე. მას გაცილებით მერყევი ელექტორატი ყავს და მისი დაფრთხობა შესაძლებელია. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული ეს ხანძარი მისი გასვრის(ნაცებთან მიწებების) მცდელობა, ან პროოკაცია იყო, რათა ანერვიულდეს და რამე შეცდომა დაუშვას. ისედაც ხომ მთელი გასული წლის წინასაარჩევნო კამპანია, მხოლოდ მესამე არჩევანის წინააღმდეგ იყო მიმართული რეალურად.
|