#51211167 · 25 Aug 2017, 22:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ვიცით მეცნიერება დიდი ძალაა, ძალა კი რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება ამბიციური და გავლენიანი ადამიანების ინტერესის სფერო, რომლებიც შეეცდებიან მეცნიერული აღმოჩენები სათავისოდ ბოროტად გამოიყენონ. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ მეცნიერული ძალის ზრდა დაკავშირებულია კაცობრიობისთვის არსებულ პოტენციურ საფრთხეებთან, როგორიცაა: კაცობრიობის გადაშენება, უფრო მასიური და მძიმე ავადმყოფობები, ომი და ა.შ. მოკლედ ამ თემაში შეგვიძლია განვიხილოთ: ადამიანების მიერ მეცნიერული ძალის არასწორად გამოყენების შესაძლო შედეგები, კონკრეტულად კი: საფრთხეებზე, მეცნიერული მიღწევების დამალვაზე, მეცნიერული მიღწევების დამალვის სირთულეზე, დროის ფაქტორი და ა.შ.
თემა ვიფიქრე პოლიტიკაში გამეხსნა, თუმცა ვფიქრობ ამ საკითხის განხილვას, მეცნიერული განათლება და მისი ისტორიის ცოდნა უფრო სჭირდება, ვიდრე პოლიტიკური განათლება. თუმცა შეიძლება ვცდები და თუ მოდერი საჭიროდ ჩათვლის პოლიტიკაში გადაიტანოს.
პ.ს. შემეშალა, ტექნიკურში და საბუნებისმეტყველოში უნდა გამეხსნა, იქნებ გადაიტანო მოდერ......
This post has been edited by simebi on 25 Aug 2017, 22:35
--------------------
Fuck universe :)
|