#51232387 · 29 Aug 2017, 16:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ალბათ ბევრს დააინტერესებს მსგავსი თემა და მოდით განვიხილოთ აქ თუ როგორ იწერება განაცხადი/სამოტივაციო წერილი მაგისტრატურისათვის.
მაგალიტად თავისუფალი უნივერსიტეტი ამ განაცხადს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მიღების პროცესში.
ასეა აღწერილი: სამაგისტრო კანდიდატის განაცხადი თქვენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კომისია ამ წერილის საფუძველზე შეარჩევს აპლიკანტებს. თქვენ თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად უნდა ჩამოაყალიბოთ მიმართულების/დარგის არჩევის მოტივები, როგორ და რატომ ჩამოგიყალიბად პროფესიული ინტერესები და რა გეგმები გაქვთ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. განაცხადი უნდა იყოს მინიმუმ 700 და მაქსიმუმ 1500 სტყვის მოცულობის. კომისია თქვენს განაცხადს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: 1. სიცხადე და ლოგიკურობა 2. საკუთარი მოტივის/შეხედულების არგუმენტირებულად გადმოცემა 3. აზრის გამართულად გადმოცემა 4. აზრის დამაჯერებლად გადმოცემა განაცხადი შეფასდება 10 ბალიანი სისტემით 0 დან 10 ის ჩათვლით, თითოეული კრიტერიუმს მიენიჭება გარკვეული კოეფიციენტი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც განისაზღვრება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებისგან და პროგრამის ხელმძღვანელებისგან შედგენილი კომისიის მიერ. თითოეულ განაცხადს შეაფასებს სამივე წევრი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შედეგები დაჯამდება საშუალო ქულის მიხედვით. ...
მაგრამ რა ფორმა უნდა ქონდეს? სახელი, გვარი სად უნდა ეწეროს, კიდევ რა მონაცემები უნდა მივუთითო და რა ფორმა უნდა მივცე ჯამში ამას ხომ ვერ მეტყვით უფრო დეტალურად? როგორ უნდა დავყო სტრუქტურულად განაცხადი? ანუ სტანდარტულად შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა უნდა იყოს? თუ სხვა პრინციპს უნდა მივმართო?
თანაც საკმაოდ მოზრდილ განაცხადს ითხოვს თავისუფალი უნივერსიტეტი, 700_დან 1500 სიტყვამდე.
თუ დამაკვალიანებთ, მადლობელი დაგრჩებით.
--------------------
არა არს დაფარულ...
|