ყველაფერი მარტივად დაიწყო...
200X-წელს დარეგისტრირებულს მხოლოდ პოლიტიკის განყოფილება მაინტერესებდა, მაგრამ მრავალი წლის შემდგომ, ამ განყოფილებაში შემომეპოსტა

აღმოვაჩინე საინტერესო ადამიანები, ისევე როგორც, უინტერესონიც(რათქმაუნდა სუბიექტური ვარ)

ძალიან კარგები ხართ და თითქმის ყველას საერთო რამ გვაერთიანებს... არსებულ რეალობასთან შეუგუებლობა.
თითოეული ჩვენთაგანი ვცდილობთ ცხოვრების გალამაზებას ისე, როგორადაც ჩვენი წარმოსახვა გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ ასევე ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალობას ჩვენი ნაბიჯები ქმნის(რისაც ძალიან გვეშინია).
თითოეულ თქვენთაგანს მინდა გისურვოთ მხოლოდ ერთი რამ(საკუთარ თავსაც

), საკუთარ თავთან მართლად ყოფნა.
გადავწყვიტე, წავიდე ფორუმიდან და ამიტომაც "ვაცხობ" ასეთ "სიბრძნეს".
თავის მოკვლას არ ვაპირებ, სუიციდისტებს ნუ აგენთოთ თვალები

:*... უბრალოდ წავალ, და იმედი მაქვს, ყველაფერი ლამაზად გაგრძელდება ამ განყოფილებაში.

ასევე ყველას მოგიბოდიშებთ, თუ ვინმეს ჩემგან წყენა გქონიათ.
ჩემ თემას აუცილებლად წაიკითხავს ის ადამიანი, რომელიც საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, უსაზღვროდ შემიყვარდა და ამ მოკლე პერიოდში უამრავი რამ გადაგვხდა

აქვე დავუწერ ლექსს და ასე დავემშვიდობები...
ეს ლექსი შენთვის შამიქმნამს, ფიქალის კლდისა პირსაო.
რასაცა ვფიქრობ შენზედა, ყველაფერს გეტყვი პირსაო.
ქალი ხარ ნატვრით მოსილი, თვალ-წარბი შვლისნუკრისაო.
ე, მაგ ლამაზი ღიმილით შურსა ჰგვრი ყოველ ქმნილსაო.
...
იცოდე, ჩემებრ გულითა, ვერავინ გეტყვის მეტსაო...
უსაზღვროდ მიყვარხარ ბო.