windows 10 -ის თავისის ვებ-გვერდიდან განახლებისას რაღაც პერიოდში მომთხოვა USB მოწყობილობის მიერთება კომპიუტერში. მე მივუერთე WD MY PASSPORT გარე ვინჩესტერი, რომელიც NTFS-ზე იყო დაფორმატებული ჩვეულებრივად და მასზედ ჩაწერილი იყო დაახლოებით 400 გბ მოცულობის ინფორმაცია ( სულ ვინჩესტერის მოცულობაა 1 ტერაბაიტი). ვინდოუსი წარმატებით განახლდა, მაგრამ ვინჩესტერი ამჟამად მხოლოდ 32 გბ მოცულობას აღითქვამს და ჩაწერილია FAT32 ფორმატით. ვინჩესტერს გადაარქვა სახელი: ESD-USB და ფაილები გამოიყურება როგორც ფოტოზეა. დამეხმარეთ როგორ აღვადგინო ჩემი დაკარგული ფაილები, რომლებიც NTFS-ზე იყო ჩაწერილი და თუ შესაძლებელია ეს საერთოდ?
This post has been edited by aggamemnon on 27 Aug 2017, 00:50
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)