სიტუაცია ქუჩაში:
ტიპი მიდიოდა გზაზე, ასე 35-40 წლის, ვიზუალის და ჩაცმის მიხედვით, თბილისელი, კულტურული კაცი...
ტაქსი იყო გაჩერებული ეზოს შესასვლელში, "არკასთან", გზას კეტავდა...
ამ ტიპმა ფოტო გადაუღო, აშკარად ინტერნეტში დადების მიზნით...
გადმოხტა მანქანიდან დაბალი, სოფლელი ტაქსისტი და ეცა ამ კაცს: "ბიჭო, რატომ გადაუღე, რატომ გადაუღე მე შენიიიი", - და დაუწყო ხელების ქნევა... მერე ცემაზეც გადავიდა...
ის კაცი უფრო მაღალი, ზდაროვი და ნაკაჩავები იყო, ვინც ფოტო გადაიღო რა, ტაქსისტი დაბალი და კაფანდარა, მაგრამ ის ტიპი არ აყვა - უბრალოდ ხელებს უჭერდა, თავს იცავდა... მერე გააძრო ტელეფონი და როგორც ცოტა ხანში გაირკვა, დაურეკა პატრულს...
მოვიდა პატრული... ბოლოს რითი დამთავრდა ეგ ამბავი, არ ვიცი, მაგრამ იმ ტაქსისტს სავარაუდოდ ან დააჯარიმებენ, ან დაიჭერენ...
ხოდა რა... ამის მერე ხომ ვეღარ გაბედავს ასე მოიქცეს...

გახდება უფრო კანონმორჩილი და იმასაც მიხვდება, რომ კანონი უნდა შეასრულოს და ქუჩაში ცემა-ტყეპაზე არ გადავიდეს... აქვე ვიტყვი, რომ როგორც კი პატრულის საშიშროება იგრძნო, ეს აგრესიული ტაქსისტი ეგრევე ცხვარივით უწყინარი გახდა და ცემა კი არა, ხმაც აღარ ამოუღია...
ყველა პატიოსანი მოქალაქე ისე რომ ვიქცეოდეთ, როგორც ფოტოს გადამღები კაცი (რა ვი, ჩემი აზრით, სწორედ ასეთი უნდა იყოს ვაჟკაცი), ნელ-ნელა კი ჩამოვყალიბდებოდით ცივილიზებულ ევროპულ ხალხად, ნორმალურ სახელმწიფოდ და არა ჩვენი რეგიონის ზოგიერთი ხალხების მსგავს ნეანდერტალელებად, გვაროვნულ-თემური წყობილებით რომ ცხოვრობენ ისევ...
აბა, დაწერეთ თქვენც თქვენი ჰაზრები...