narmonanaმოკლედ მე გეტყვი სანამ მებაჟეობას გადაწყვიტავ კარგად ძალიან კარგად დაფიქრდი
არის ურთლესი და ძალიან დაძაბული სმუშაო
მე ადრე შემოსავლებში ვიყავი და საბაჟო მქონდა აჩემებული დავტოვე ის სამსახური სადაც ვიყავი და როგორც წესია კონკურსის წესით თავიდან შევიტანე საბუთები სტაჟირებაზე, პირდაპირ გადაყვანა მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ შემოსავლებში ვმუშაობდი არ შეიძლებაო, ნუ კარგით მეთქი დავწერე განცხადება წმვედი სამსახურიდან და შევიტანე ახლიდან განაცხადი.
სადახლოზე იყო მაშინაც სტაჟირება.
წესებში ეწერა რომ 1 თვე ვიქნებოდით სადახლოზე პრაქტიკულად ვნახავდით რა და როგორ ხდება შემდეგ გავივლიდით თეორიულ კურსს ( ზღვა მასალაა უმაკლეს დროში) ყოელ 2 დღეს გექნება გამოცდეი ნასწავლ მასალებში
მასალა იმდენია წაკითხვასაც ვერ ასწრებ, წაკითხვას დაჟე გადარბენით წაკითხვას ვერ ასწრებ.
მაგრამ ეგ მერე იყოს.
ნაცვლად 1 თვე პრაქტიკული სტაჟირებისა მინ 2 თვეზე მეტი გაიწელა ჩვენი პრაქტიკული გამოცდინელების მიღება საბაჟოზე.
მოკლედ გეტყვი რომ ეს არის სრული კოშმარი, ზაფხულში მოგვიწია ჩვენ ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე, მთელი დღე დგახარ ფეხზე, არ შეიძლება დაჯდომა, არ იყო არც ჩრდილი და არაფერი გიწევს მზის გულზე მუშაობა ასვალტზე, მგზავრთა ნაკადია მტრისას მთელი სომხეთი მიდის რუსეთში, პლიუს ავტობუსები გატენილი გაძეძგილი ხალხით და ბარგით, მოკლედ ამ ყველაფრის შემოწმება გიწევს ფიზიკურად ადიხარ და თითოეულ უჯრას კარადას სამალავს და თუ საწიროა და დაეჭვდი ჩანთებსაც ხსნი და ათვალიერებ.
ტემპერატურა რომ გავზომეთ ერთხელ მზეში 50 მეტი იყო
რატომ არ შეიძლება დაჯდე სადმე ამ კითხვაზე პასუხი არავის ქონდა. როცა დაჯდომით არაფერი შავდებოდა რამდენიმე კაცი 5-6 ვიყავით ხოლმე ხანდახან და ნაკადი რომ მცირდებოდა რეალურად 4 კაციც ასწრებს მუშაობას და მაგ დროს 2 დაესვენა არაფერი დაშავდებოდა მაგრამ არა არ შეძლება
კაი შებერტყილი უფროსი ყავდა მაგ დროს სადახლოს.
შესვენებებს რაც შეეხება ჯამში გაქვს 1 საათიანი 2 საათიანი და ღამე 4 საათიანი.
რამის თენება არის კოშმარი სრული კოშმარი, ახალგაზრდა ადამიანი მოიშლი ჯანმრთელობას მოისპობ ნერვებს დაჯობია შეესვა საბაჟოზე ფიქრს.
სეზონზე ღამო მოდიან სომხები ავტობუსი ავტობუსზე შემოდის. ღამე 20-30 და მეტი მარტო სავსე ავტობუსის გატარებაც შეიძლება მოგიწიოს.
ნუ ასე ძნელია აღიქვა ეს ყველაფერი სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი. მე მეუბნეოდნენ შეეშვი საბაჟო საშინელებაა იყავი სადაც ხარო მაგრამ არ დავიჯერე და კი დავრჩი ახლა ასე
პლიუს ცალკე მტრისას თუ მანქანა წითელში იქნება შეამოწმებ ვერაფერს იპოვნი და ცალკე გენ ინსპექცია გააჩერებს და რამეს უპოვნის.
ან მანქანა გაგეპაროს სადაც რამე იქნება და ვერ ნახავ პასუხს მოგთხოვენ დაეჭვდებიან და მოკლედ შარია
პლიუს პროგრამულად რამე კოდის ციფრი თუ აგერია და გადასხადი შეუმცირდა მაგის გამო 5 წლის მერეც მოგთხოვენ პასუხს, არაერთი დაუჭერიათ მაგის გამო.
სარფში თუ გაგიშვეს ხო საერთოდ კაშმარ.
მანდ ვინც მუშაობს ყველას პირდაპირი ბილეთი აქვთ სამოთხეში.
ანაზღაურება დიდი ვერაფერი 800 ლარი ეგეც რო გაიშტატები მერე და ახალ შემცირებული პრემიები.
3 დღეში 1 ხარ
მაგრამ რეალურად მეორე დღEს სულ გზინავს ან დარეტიანებული ხარ.
თუ გაგიმართლებს რკინიგზაზე გაგიშვებენ სადაც 2 დღე ხარ 4 ისვენებ, ასევე ყაზბეგში 2 მუშაობ 4 ისვენებ, თუ გაგიმარტლა და ზამთარში წვავი ჩამოწვა და აქეთ მოხვდი დაისვენებ სანამ გზა არ გაიწმინდება, თუ იქეთ მოხვდი ჩარჩები მასე და იმუშავებ.
აუ რამდენი ვწერე თუ არ დაგეზარება გადაიკითხე მემგონი ყვლაფერი აღვწერე.
ჩემი რჩევაა გაუფრთხილი შენს ახალგაზრდობას და შეეშვი სხვა რამეზე იფიქრე.
მუშაობიდან ალბათ 1 წელიწადში მინ ნერვოზი და შერყეული ჯანმრთელობა გარანტირებული გექნება.
პ.ს.
ყველაზე კაიფი იცი რა არის, როდესაც სახელმწიფო შრომის კოდექსით ამბობს რომ არ არსებბს სტაჟირება როგორც ასეთი ცნება, მგას ქვია გამოსაცდელი ვადა და უნდა იყოს აუცილებლად ანაზღაურებადი
მაქსიმუმ შეიზლება გაგრძელდეს 6 თე
გამოდი სახელმწიფო და დებს ვაკანსას და წერს სტაჟირებაო
This post has been edited by playstation on 27 Aug 2017, 15:07