SPLIYVIელიავაზე ახლობელს სამშენებლო მასალების მაღაზია ქონდა
მაგარი ქალი გაიჩითა, შინდისში 200 მეშოკი გაჯი მინდაო

დაფაცურდა ყველა.
მეუღლებ დამირეკა და აქ არ მაქვს ფულიო.
ნაცნობი სატვირთოს მძღოლი გამაყოლეთ და იმას გამოვატანო.
უპოვეს ასეთი, დატვირთეს და წავიდნინ ზილით, ის მოკლეკაბიანი ეშმაკი და ეს შოფერი
კოლმეურნეობაზე ამ ქალს ტელეფონი ურეკავს (მერე ყვება ის მძღოლი)

ვიღაცას ელაპარაკება და მერე ამ მძღოლს ეუბნება გააჩერე მუშებიც უნდა წავიყვანოთო
და კიდე რაღაც დამაბარა მეუღლემო.
მერე, ვაიმე სულ 20 ლარი მაქვსო, არ გაქვთ რამეო, რომ მასესხოთ შინდისამდეო? (თან კაბას უფრო დაუმოკლა)
იქ დაგხვდებათ ჩემი მეუღლე და მეც ამოვალ ტაქსით მუშებთან ერთადო.
ამან კი კაცო, რას ქვია ფული არ მაქვსო.
120 ლარი მისცა და გაუყვა შინდისის გზაზს მარტო
და იქ დიიდხანს ელოდა იმ ქალსა და მის ქმარს.
ჩამოვიდა საღამოთი ელიავაზე ისევ დატვირთული