#51234976 · 29 Aug 2017, 23:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სანამ უშუალოდ თემას შევეხები, მოდერატორს ვთხოვ შესაბამის განყოფილებაში გადაიტანოს თემა თუ არასწორადაა გახსნილი.
ახლა რაც შეეხება თემის გახსნის მიზეზს: მოკლედ, რუსთავში ვცხოვრობ და წლებია უკვე CGC-ის ინტერნეტის, ტელევიზიისა და ტელეფონის პაკეტებით ვსარგებლობ. ნუ ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული ინტერნეტია. 20 მბ/წმ-იანი პაკეტი მაქვს და ამ დროის განმავლობაში სტაბილურად მემსახურება თუ, რა თქმა უნდა, გეგმიურ შეფერხებებს არ ჩავთვლი.
მაგთზე აქამდეც მქონდა გაგონილი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ბინის კარებში დამხვდა გაკვეხებული მაგათი ფლაერი და დავინტერესდი. ინტერნეტი, ტელევიზია და ულიმიტო საუბარი მობილურით თვეში 27 ლარადო. ინტერნეტ პაკეტის სიჩქარე იგივე წერია, მაგრამ გამოცდილი ხალხისგან მაინტერესებს რამდენად შეესაბამება ფასი და სიჩქარე ერთმანეთს და ღირს თუ არა გადასვლა.
კიდე ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჩემთვის პრიორიტეტული ინტერნეტია და შესაბამისად ხარისხიც მინდა რომ კარგი იყოს.
პ.ს ფლაერის ბოლოში ასეთი რაღაც წერია: "შეთავაზება ძალაშია ჩართვიდან 1 წლის განმავლობაში". ჩემით რაც გავიაზრე ისაა, რომ ერთი წლის შემდეგ თვიური საფასური 27 ლარი აღარ იქნება და საწყის საფასურს დაუბრუნდება ხო? თუ ვცდები შემისწორეთ.
|