მოკლედ, ჩემს უბანში არის ძალიან გაჭირვებული ოჯახი, რომელიც ცხოვრობს 1 პატარა ოთახში, ფართობი 20 მ^2-ზე მეტი არ იქნება

(შეიძლება უფრო პატარაც კი იყოს).
ოჯახს ჰყავს ორი ბავშვი ერთი 11 წლამდე იქნება, მეორე 15-16.
მამა ლოთი იყო და არის, რომელიც 7 თვეზე მეტია ჩავარდნილია ლოგინად და მის ამ უუნარობას დაემატა ისიც, რომ უყვირის და ჩაგრავს ბავშვებს: ერთხელ ამ ზაფხულს შუა ღამით უფროს ბიჭს უყვიროდა, რომელმაც ვეღარ მოითმინა და შეეპასუხა. იქამდე მივიდა საქმე რომ ბავშვის განწირული ყვირილი მთელმა უბანმა გაიგო, ჩავერიეთ და დავამშვიდეთ გამოშტერებული მამამისი.
როგორც გავიგე ეს ბავშვი სადღაც ქარხანაში ფიზიკურად მუშაობს, არა და ერთ დროს ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბავშვი იყო, განსაკუთრებით, მათემატიკური ნიჭით გამოირჩეოდა.
რაც შეეხება მეორე ბავშვს, ხშირად მხვდება ხოლმე როგორ დადის უბნიდან უბანში წაშლილი, არაფრის მეტყველი სახით, თითქოს აჩრდილი იყოს და აზროვნების უნარი დაეკარგოს. უბნელი ბავშვები არ იკარებენ და ჩაგრავენ (რადგან მშობლები ჰყავთ სირები

).
ეს ბავშვი სკოლაში დადის თუ არა ზუსტად არ ვიცი, შეიძლება გამოიყვანონ კიდეც. ან რა აზრი აქვს სიარულს ? მამამისის ხელში სად უნდა იმეცადინოს ან ისწავლოს ?
დედა ჰყავთ ქმრისგან დაჩაგრული, რომელსაც რაც თავი მახსოვს ეს არაკაცი მუდმივად უყვიროდა და ხან რას უმტვრევდა სახლში ხან რას ( რა ჰქონდათ დასამტვრევი არ ვიცი ოღონდ

)
ეს თვეებია ვფიქრობ მივმართო თუ არა შესაბამის უწყებებს ? ან ვის მივმართო ოფიციალური ანონიმური წერილით ? იღუპებიან ბავშვები, მაგრამ ის მაკავებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ როგორც გავიგე მამამისმა რამდენიმე წლის წინ სუიციდი სცადა თუმცა მიუსწრეს და ჩამოხსნეს თოკიდან.
როგორ მოვიქცე ? ვის მივმართო ?
2 ქართველი გონიერი, ჭკვიანი ბავშვი იღუპება ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ასე არ უნდა გაგრძელდეს.