რამდენადაც მახსოვს, აგვისტოში პირველი სერიოზული ხანძარი მესტიაში, ბანგურიანის კალთებზე გაჩნდა.

ეს იყო 13 აგვისტო.
ცეცხლი გაჩნდა ბანგურიანისკენ მიმავალ ტურისტულ მარშრუტზე.
ხანძარი ჩაქრა ჩვენი ვერტმფრენის წყალობით და მადლობა ორგანიზატორებს და მფრინავებს.
რამოდენიმე დღის შემდეგ სტუმრებს ვახლდი მესტიის (ჭალადის) მყინვარზე, სადაც ერთი მცირე ფიჭვის ქვეშ ვნახე ჩამქრალი ნაკოცონარი, რომელსაც ფიჭვი კი შეეტრუსა, ნაგრამ ვერ გადაზრდილიყო ცეცხლში. (ფოტოკამერა არ მქონდა თან და ვერ დავაფიქსირე).
ნაკოცონარმა იმიტომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომ კოცონს ჩვეულებრივ მოლაშქრეები ანთებენ ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელია მისი პრაქტიკული გამოყენება. (სამწვადედ, საჭმლის მოსამზადებლად ან საღამოს შემოსასხდომად) ხსენებული კოცონის დანთება კი უცდიათ ისეთ ადგილას, სადაც ორო კაციც კი ვერ მიუჯდებოდა, ვერ გამოიყენებდა რაიმე ხსენებული სარგებლისათვის.
კოცონი დაენთოთ ტანდაბალი ფიჭვის და სხვა დაბალი ხეების ქვეშ, სადაც ვერ ჩამოჯდები.
ფიჭვი ყველაზე მალეაალებადი ხეა ნაძვთან ან სოჭთან შედარებით მისი მაღალფისიანობის გამო. ფოთლოვან ხეებს კი ადვილად ვერ აალებ სინედლის და არაფისიანობის გამო.
შემდეგ მესტიის ხანძარს მოჰყვა მრავალი ხანძარი ქვეყნის სხვადასხვა ადგილას.
ამ თემას ვდებ იმისთვის, რომ საგამომძიებლო სტრუქტურებმა, თუ ვინმე იკვლევს ამ ამ ხანძართა მიზეზებს, ყურადღება მიაქციონ ეს ხანძრები ხომ არ მოხდა ინტენსიურ ტურისტულ მარშრუტებზე, სადაც ჩვენებური თუ უცხოელი მოლაშქრეები მოძრაობენ? რომელი მოლაშქრე ჯგუფები მოძრაობდნენ ამ მარშრუტებზე?
იქნებ სწორედ ამ მოლაშქრეთა შორის არის საძებარი ეს იდუმალი, ჩვენიანი თუ უცხოელი "პრომეთე?"
ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვერსიაა და ნუ გამომეპასუხებით ჩვეული ღლიცინით: ასეთს რას ეწევიო და რაღაც მსგავსით.
This post has been edited by dylan on 30 Aug 2017, 09:29
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.