ისისიყო მხრებს ვიჩეჩავდით, კიმარა, ამ ურაგან ჰარვისთვის მზადყოფნა ერთი კვირაა მიდის ტექსასში და 15 ადამიანი როგორღა მოუკვდათო, და ახალი ინფორმაცია -სამხრეთ აზიაში -ინდოეთ ბანგლადეშში 1200 ადამიანი მოკვდა წვიმების შედეგად.
1200 ადამიანის სიკვდილი რა პირობებში შეიძლება მოხდეს წარმოგიდგენია?
http://www.iflscience.com/environment/heav...-people-so-far/ამ სტატიაში ზუმი მიახლოვებულია ბანგლადეშინდოეთის წყალდედობებზე
და რას ვხედავთ?
წვიმებისგან სიკვდილს აქვს 4 სახე:
1. წყლის ნაკადის მიერ ადამიანის გატაცება
2. შენობის ჩამოქცევა სადაც ადამიანები არიან და გამოსვლა ვერ მოასწრეს
3.მეწყერი და სახლების დამარხვა
4.(და ეს ეტაპი ჯერ კიდევ წინ აქვს ბანგლადეშინდიის წყალდედობას)
-ნაწლავური ინფექციები წყალდიდობის შემდეგ/ქოლერა
-შიმშილი წყალდიდობის მერე ჩარეცხილი ნიადაგის არარსებობის გამო (ვეღარ გამოიკვებებიან ნიადაგის გარეშე)
- სკოლების, ინფრასტრუქტურის და კანონმდებლობის წყვეტა -კრიმინალის აფეთქება (ტეხასში ახლა კომენდანტის საათია გამოცხადებული და მილიციას (შეიარაღებულ მოქალაქეებს) მარადიორების მოკვლის უფლება აქვთ მიცემული)
-დაზარალებული მოსახლეობის გაღარიბება გაღატაკება.
-თუკი ხანძარი ტოვებს მოფხავებულ გაუდაბნოებულ მთას, წყალდიდობა ტოვებს მოფხავებულ გაუდაბნოებულ დიდ სივრცეებს
ბანგლადეში შორია, ღობეს ჩხირი?
ტეხასი კიდევ უფრო?
პორტუგალიაც? ურალიც?
ხომ აგვიხდა ტყის ხანძრები,
მომატებულია ალბათობა რომ წყალდიდობებიც აგვიხდეს.
საქმე ეხება არა ყოველწლიურ პატარა წყალდედობებს (დაახრჩო პირუტყვი, წაიღო ნალია, რა გამოხვეტავს ამ შლამს სამზადიდან) არამედ ადამიანების სიცოცხლეებს.
გსმენიათ ხომ, ყაზახეთში დღე ცხელა 40° და ღამე ცივა -5°.. ხოდა ასეთი პოლარიზაციისკენ მიდის კლიმატი გლობალურად
გვალვებს და ხანძრებს წყალდიდობები მოჰყვება.
საქართველო ღრუბლიანობით აღემატება მთელ სამხრეთ აზიას (რასაც წესით უნდა ეშველა ხანძრების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ვერ გვიშველა)
ღრუბლიანობა ზრდის წყალდიდობების ალბათობას.
გლობალურ პრობლემას დავხვდეთ უკეთ ვიდრე სხვები.
ამისათვის.
ვბრძანებ.
-წყალდიდობის დასახლებაში შესვლის ასაცილებლად ყოველ საფრთხეში მყოფ სოფელს დაურიგდეს 2000 ტომარა და 300 ნიჩაბი, მომარაგდეს 5 ტონა ქვიშა, რაც საჭირო იქნება დროებითი ჯებირების ასაშენებლად
-ჩატარდეს სოფლის კრებები ადგილზე, სადაც მაშველები ჩაუტარებენ ლექცია-ტრენინგს მოქალაქეებს
-მოწესრიგდეს მდინარის კალაპოტები და არსებული ჯებირები
-აშენდეს ახალი და დამატებითი ჯებირები
-ჯებირების სიმაღლის არსებული სტანდარტი მიჩნეული იქნეს არასაკმარისად და დაემატოს ერთი მეტრი
- მოხდეს რეზერვისტთა 3 დღიანი შეკრება მათი შესაბამისი განათლება ტრენინგები.
- გეოგრაფიულად რისკის მქონე სოფლების გამგეობებს დაურიგდეთ გასაბერი ნავები 2ც. მეგაფონი 2ც. ფანრები 5 ც. გამძლე თოკი 100 მ. 3 ცალი
-საგანგებო საქმეთა სამსახური აღიჭურვოს დამატებით 5 ვინჩის მქონე ვერტმფრენით, 20 მოტორიანი გასაბერი ნავით,ღამის ხედვის 50 ბინოკლით,2000 ბლანკეტით, 200 ადამიანის ერთდროული კვების მობილური სტრუქტურით.
მოხალისეთა მარკირებისთვის ამრეკლი და სასიგნალო ფერის სამკლაურები და ლაბადები 1000 ც.
-სინოპტიკოსები სარისკო დღეებში გადავიდნენ 24სთ მუშაობაზე(თანამგზავრული სურათების ანალიზი ეტქ.)
-სახელმწიფოების დონეზე წინასწარ ეთხოვოს კოსმოსურ ტანამგზავრებს სარისკო დღეებში გაგვიხსნან დეტალური ინფორმაცია ამინდის შესახებ.
-შემუშავდეს მოსახლეობის, რეზერვისტთა და დაზარალებულთა მართვის ერთობლივი სისტემა.
-მოსახლეობის უსწრაფესი ინფორმირების საშუალება/სტრუქტურა/ინვენტარი
-ჩატარდეს ვერტმფრენით ვინჩით დაზარალებულთა ევაკუაციის ტრენინგები დღის და ღამის განმავლობაში
-შემუშავდეს ადგილნაცვალ პირთა განთავსების, კვების სცენარები.
- შემუშავდეს მოხალისე მოქალაქეების ოპტიმალური მართვის სცენარები და შეიქმნას მოხალისეთა მართვის სტრუქტურა რეზერვისტთა ფორმატში.
-სასმელი წყლის დიდი რეზერვუარები და ცალობით ბოთლების მობილიზება/დარიგების ორგანიზება
-მაშველი ჟილეტები, საბავშვო გასაბერი ჟილეტები 500 ც.
- ტელეგადაცემები მოსახლეობის ტრენინგი.
- მილიციის (შეიარაღებული მოქალაქე) საკანონმდებლო თემის განხილვა პარლამენტში.
-აირწინაღები,კომბინიზონები და სხვა საშუალებები დამხრჩვალი პირუტყვის დასამარხად 50 კომპლექტი.
წინადადებები მიიღება.
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!