#მექსიკა: დიზელზე მოძრავი მანქანები მეხიკოში 2025 წლიდან იკრძალება
#საბერძნეთი: 2025 წლიდან ათენი დიზელზე მოძრავ მანქანებს კრძალავს
#ნორვეგია: ოსლოს ცენტრში, 1.7 კვადრატული კილომეტრის რადიუსში მანქანების დაყენება უკვე აკრძალულია. 2019-ში მანქანების მოძრაობაც აიკრძალება. მოსახლეობა ცენტრში ძირითადად საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ან ველოსიპედს იყენებს. ნაწილი ფეხით დადის. 2025 წლიდან ნორვეგია დიზელზე და ბენზინზე მოძრავ მანქანებს კრძალავს
#ესპანეთი: მადრიდის ცენტრში, 2020 წლიდან 2 კვადრატული კილომეტრის რადიუსში მანქანების მოძრაობა იკრძალება, 2025 წლიდან კი მთელ ქალაქში დიზელზე მოძრავი მანქანები აიკრძალება
#გერმანია: ჰამბურგში 20 წელიწადში მანქანის სავალი ნაწილი ტროტუარების და ველობილიკების ხარჯზე ისე შემცირდება, რომ ქალაქის 40 % მწვანე პარკებით და სათამაშო მოედნებით იქნება დაფარული
#აშშ: ამერიკულ ქალაქებს შორის სან-ფრანცისკო ლიდერობს. ის მანქანებს კრძალავს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე, მარკეტ-სტრიტზე. თავისუფალი ზონის რადიუსი - 3.5 კილომეტრს აღემატება
#ბელგია: ბრიუსელში 1998 წლამდე გამოშვებული დიზელზე მოძრავი მანქანები 2018 წლიდან იკრძალება. ბრიუსელს ევროპაში სიდიდით მეორე მანქანებისგან თავისუფალი ცენტრი უკვე აქვს. 28 ჰექტრით, ის მხოლოდ ვენეციას (იტალია) ჩამოუვარდება. ბრიუსელი ზონის თითქმის გაორმაგებას, 50 ჰექტრამდე გაზრდას გეგმავს
ჩვენთან სრული წკვარამია და საშველიც არ ჩანს. ვშორდებით ევროპას და ვუახლოვდებით ავღანეთს.
ამერიკის ხმაNihil nobis metuendum est, praeter metum ipsum.