FactCheck-ის სტატიას გადავაწყდი... საინტერესოდ მეჩვენა, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო კომენტარები, რომლებიც ამ სტატიას ერთვოდა...
მოკლედ რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ეს არის წლების განმავლობაში საპატრიარქოსთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები:

აგრეთვე: "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ფიქსირდება 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მ
(1 674.3 ჰა)."
"აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის ნაკვეთების უმრავლესობა ახალი ეკლესიების მშენებლობისთვისაა მოთხოვნილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება საპატრიარქოსთვის გადაცემული სიკეთეების მიზნობრიობის განსაზღვრა. "
"EMC-ის კვლევების შედეგად გამოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისთვის საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებას
მოგების მიღების მიზნით იჯარით გასცემს. "
სტატია:
http://factcheck.ge/article/thbilisis-sakr...thobi-gadastsa/რამდენიმე საინტერესო კომენტარი:
"იმ ზარალს, რომელიც ეკლესიას მიაყენა სახელმწიფომ 20 საუკუნის მანძილზე, რატომ არ ითვლიან რესპუბლიკელები? ეს თავისი არსით ნეობოლშევიკები არანაირი მხარდაჭერით არასოდეს არ ისერგებლებენ, რადგანაც უსამართლო, აგრესიული და კაცთმოძულე იდეოლოგიის მსახურები არიან."
"თქვე ნაბიჭვრებო, მთელი საქართველო გადამთიელებს გადაეცით და საპატრიარქოს მიწების თვლა დაიწყეთ? რატომ, ვეღარ ყიდით? თქვენს ბოზ ცოლებს ბრილიანტები შემოაკლდათ, თუ რა მოხდა?"
"tkve mogalateebo,ra tkveni sakmea saertod? nadzirlebis arakacebis banda xart"
"მეტი უნდა გადაეცეს, უცხოელებს რამდენი გადაეცით რატომ არ აქვეყნებთ პარაზიტებო."
"რესპუბლიკური პარტიის და მათი პატრონი ამერიკის დედას ######!!"
"და მერე რა..."
ანუ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ყველაფერი ნორმად მიაჩნია და კიდევ რესპუბლიკელებს აგინებენ, რომლებმაც ამ ფაქტს გაუსვეს ხაზი... როგორ მიაჩნია ფორუმს?
პს
ვინც არ იცით, 2002 წელს, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი), რომლის თანახმადაც:მუხლი 4
1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.
მუხლი 6
3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.
5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.
მუხლი 111. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება #183; 12.04.90).
2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.
მუხლი 12
2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.
სრულიად კონკორდატი:
http://patriarchate.ge/geo/eklesia/saekles...axelmwifosa-da/მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ აღსრულებულა... ანუ არ არის დადგენილი "არც მიყენებული ზარალი" და არც კომპენსაციის ოდენობა... თუ ვცდები, გთხოვთ დადოთ შესაბამისი ლინკი, ინტერესით წავიკითხავ...
ვინც ერკვევით... მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის?
აქვე ბარემ... სახელმწიფომ ძალიანაც რომ მოინდომოს, მე-4 და მე-12 მუხლების გამო ვერ წაიყვანს მღვდლებს ჯარში (მართლმადიდებლებზეა საუბარი), საპატრიარქოს თანხმობის გარეშე...
თუ არსებობს მონაცემები, გადასახადებისგან გათავისუფლების გამო, რა თანხები არ წავიდა ბიუჯეტში? ესეც სუბსიდიის ერთ-ერთი ფორმაა... ანუ უნდა დავუმატოთ იმ 200 მილიონს, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტიდან გადაირიცხა საპატრიარქოში..
რა ქონებას ფლობს საპატრიარქო?
ჩემთვის საერთოდ გაუგებარია რატომ უნდა აეღო საქართველოს სსრკ-ს (რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთია) მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება საკუთარ თავზე... პირობებზე რომ არაფერი ვთქვა..
პპს
ვინც თვლით, რომ მეტი უნდა მივცეთ საპატრიარქოს (ან რომ მიცემული ქონებაც კარგია), რატომ თვლით ასე? This post has been edited by Nickboy on 3 Sep 2017, 18:59