"ქართულმა კულტურამ სხვა ქვეყნების განვითარებას ხელი შეუწყო"-ბელორუსიის პრეზიდენტი
http://npa.ge/%20Msoflio-politika/details/444/--------( ენ პი ეი ) მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა ბელორუსიის პრეზიდენტთან, ლუკაშენკოსთან გამართეს.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბელორუსიის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები.
"თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულებაზე. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შთაბეჭდილებით. ის ნადვილად შეესაბამება საქართველოს შესახებ მოსმენილს.
ქართველები ჩვენი მოძმე ერია, ჯერ კიდევ საბჭოთა დრომდე პერიოდში და უშუალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. ბევრი თქვენი თანამემამულე და ჩვენი ძმა დაიღუპა დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელორუსიაში ბრძოლის და ბელორუსიის გათავისუფლების დროს. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. რომელი ხსოვნის მემორიალიც არ უნდა მოინახულოთ, თქვენ მასზე აუცილებლად ნახავთ ქართულ გვარს და ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ამ ხსოვნას, ვუფრთხილდებით აღნიშნულ მონუმენტებს და ვუვლით მათ. ჩვენ მოწიწებით ვეპყრობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ხოლო მიუხედავად დისტანციისა ჩვენს ერებს ისტორიის არაერთი საერთო ფურცელი დაუწერია.
ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას."-განაცხადა ლუკაშენკომ.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3