ტომას მარკერტი - ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება
14:24 04-09-2017
ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს საკონსტიტუციო პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განუცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს.
როგორც ტომას მარკერტმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ამ პოზიციით გაოცებულია.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა გაოცებული ვარ, ვინაიდან ჩვენ გვითხრეს, რომ ამ კვირას გამოგვიგზავნიდნენ მოთხოვნას კონსტიტუციის პროექტზე ჩვენი მოსაზრების გამოხატვასთან დაკავშირებით. მართლაც გაოცებული ვიქნები, თუ პროექტს სექტემბერში მიიღებენ.
ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, ნორმალური პროცედურის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ოქტომბერში კონსტიტუციის პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და მხოლოდ შემდეგ მიიღონ ტექსტი“, - განაცხადა მარკერტმა.
დღეს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს და გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულყოფილ კონსტიტუციურ სისტემას დააფუძნებს. თავის მხრივ, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ირინა ფრუიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგი ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პროცესია და ამაში ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...oqveyndeba.htmlახლა გია რას გვაბოლებს წაიკითხეთ
გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ
15:20 04-09-2017
არც ერთი ნიშნით ჩვენს ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა სურთ - ულტიმატუმის თემამ კონსენსუსის მიღწევის პერსექტივა მოხსნა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
“რასაკვირველია, კონსენსუსი მნიშვნელოვანია და სიტუაციას ეს უფრო წაადგებოდა, ვიდრე შეუთანხმებლობა, მაგრამ არანაირად, არც ერთი ნიშნით, ჩვენ ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ სურთ კონსენსუსს მივაღწიოთ. მოლაპარაკებას აქვს თავისი წესი - ყველა საკითხი, რომელიც დღის წესრიგშია, მაგიდაზე იდება, მასზე მიდის ყოველმხრივი მსჯელობა. შემდეგ გამოჩნდება, სად არის წითელი ხაზი. თავიდანვე წითელი ხაზების გავლებამ, ულტიმატუმის თემამ კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა დღის წესრიგიდან მოხსნა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა ვენეციის კომისიის რჩევას, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებამდე, კომისიის საბოლოო დასკვნისთვის დალოდების შესახებ, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია.
“ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...imoqmedoth.html
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა