#51278013 · 5 Sep 2017, 20:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა რა შემემთხვა და ბოლოს გადავწყვიტე დაწერად ღირდა. ივლისის ბოლოს გადავწყვიტე მანქანის ტელევიზორი შემეძინა. დავიარე ლილოს ბაზრობა და არჩევანი შევაჩერე ultrasonic us-tv-7110cr-ზე. სათამაშოების რიგში მაღაზია 173 ში. გამყიდველის სიტყვით ტელევიზორი სატელევიზიო არხებსაც იღებდა და უსბ დან ყველა ფორმატს ხსნიდა. ტელევიზორი შევიძინე 130 ლარად და სანამ მე გამყიდველს ველაპარაკებოდი და ფულს ვუხდიდი, მეორემ მოპირდაპირე N166 მაღაზიაში ტელევიზორი ჩართო, ფლეშკა შეაერთა და მუსიკები ჩართო. მერე გამოაერთა, ჩადო ყუთში და მომაწოდა. მანქანაში მისულმა ყუთი გავხსენი და აღმოვაჩინე რომ პულტი არ იდო ყუთში. კი გავბრაზდი, მაგრამ ვიფიქრე ადამიანები ვართ, შეიძლება მეც გამომრჩეს რამე და დავბრუნდი და ვთხოვე პულტი მოეცათ. იქვე მაგიდაზე ედოთ პულტი, აიღეს და ეს იქნება მაგის პულტიო და მომცეს. ნამდვილად მაგის პულტია? ვკითხე. კი მაგისიაო. რაკი უსაშველოდ ცხელოდა და თანამგზავრები მანქანაში მელოდებოდნენ დავბრუნდი და წამოვედი ისე რომ პულტი არ გამისინჯია. სახლში მისულს სხვა სიურპრიზი მელოდა: პულტში ელემენტი არ იდო. როდესაც მსგავს რამეს ყიდულობ, პულტში ელემენტი დევს და პლასტმასის თხელი ფირფიტა უდევს რომ წრედი არ შეიკრას. გამოაცლი ამ ფირფიტას და პულტი მუშაობს. კაი ელემენტი არაუშავს ვიფიქრე, შევიძინე ელემენტი, ჩავდე პულტში მაგრამ არ ამუშავდა. გარდა მაგისა კომპლექტაციის ჩამონათვალში ტელესკოპური ანტენაც ეწერა და არც ეგ იდო ყუთში. მეორე დღეს ვერ შევძელი და მესამე დღეს ისევ ჩავედი. მხოლოდ ის დამხვდა რომელმაც ტელევიზორი გამისინჯა ყიდვისას. ჩემს მოთხოვნაზე სხვა ყუთიდან ამოიღო პულტი და იმას მაძლევდა, მაგრამ კატეგორიულად მოვთხოვე იქვე შეემოწმებინა. აგრეთვე ანტენაც მოვთხოვე. რათ გინდა მაინც არ იჭერს არხებსო. ტელევიზორი არ იჭერსმეთქი? არა ეგ ანტენაო. ჩამირთე ტელევიზორი და არხები დააჭერინე მეთქი. ანტენა არა მაქვსო. მე რომ ასეთი მიამიტი არა ვყოფილიყავ უნდა მიმებრუნებინა და სხვაგან მეყიდა. წამოვედი და აღმოჩნდა რომ ტელევიზორს არც T2 მიმღები აქვს და არც MP4 ფორმატს ხსნის. user manual ში რომელიც ყუთში იდო mp4 წერია და ყუთზე არ აწერია. ერთი სიტყვით თაღლითობის მსხვერპლი გავხდი. ამხელა ისტორია იმიტომ მოვაყოლე, რომ გაფრთხილდით. პატიოსანი გამყიდველების გვერდით თაღლითებიც არიან.
|