#58562963 · 4 Nov 2021, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქუჩაში საკინკლაოდ რომ იწვევს მოსახლეობას ოპოზიცია და მიკროფონებით რომ გაჰკივიან ათას სულელურ მეორეხარისხოვან მოთხოვნებს,რატომ კატეგორიულად არ სთხოვენ მმართველ პარტიას პასუხს იმ საკითხებზე რაც მათ ამომრჩეველს აწუხებს? არისა ასეთი ტენდენცია: გამოვიდა ოპოზიციონერი დეპუტატი და რაღაც იბლუყუნა ჩამოუყალიბებლად რომელიმე საკითხზე. გაიმართა მცირე კამათი.შეიძლება შეხლა-შემოხლაც მოხდეს. და!!!! საკითხი ამოწურულია.ჩაითვალა,რომ ამ საკითხზე იმსჯელეს,იდავეს და ამას სთვლიან ვალის მოხდად. ეს საკითხი მივიწყებას მიეცა. მოგიყვანთ ერთ მივიწყებულ მაგალითს: ქვეყნის პირველი პირი გამოდის სიტყვით და ეუბნება ქვეყნის მოსახლეობას,რომ ქვეყანაში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასასაქმებლად საზღვარგარეთ წასვლისკენ მიუთითებს. (გაგეცინება ავთანდილოვიჩ და იგივე პიროვნება ორი დღის წინ უამრავი ფაბრიკა-ქარხანების და საწარმოს მშენებლობაზე ღაღადებდა. აბსურდია არა? ქარხნებს გპირდებიან,სამუშაო ადგილს არა). რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია? მისი ქმედება ბადებს არცთუ უსაფუძვლო ეჭვს,რომ ეს საკითხი წინასწარ შეთანხმებული იყო ოპოზიციასთან. შემდეგ ეს საკითხი დავიწყებას მიეცემა და რეზონანსი ეძლევა რაიმე მეორეხარისხოვან (შედარებით) საკითხს,რომელიც ასევე მალე მიჩუმათდება ხოლმე.ჩაითვლება,რომ ამ საკითხზე მოსახლეობამ გული მოიფხანა და შეჩვევის პროცესს მიეცა. არი კიდევ ბევრი პირველხარისხოვანი საკითხი,რაზედაც ოპოზიცია დუმს. სამაგიეროდ ყურადღება მახვილდება სხვა მეორეხარისხოვან,ძირითად საკითხზე დამოკიდებულ თემაზე,რომელიც ნაკლებად აქტუალურია და სხვა საკითხის მოგვარება მის მოგვარებიდან გამომდინარეობს. თუ ეს ყველაფერი მორმალურად გეჩვენებათ,მაშინ ვერ გამიგია,რა პრეტენზიები-ღა გაქვთ მმართველ პარტიასთან? რატომ არ გაქვთ პრეტენზია თქვენს მიერ არჩეულ ოპოზიციონერთან?
|