ამ დრომდე უცნობია, ვინ მოხვდება ,,ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიაში. ცნობილია მხოლოდ ის ,რომ ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოდან თბილისის 25 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხოლოდ 13 დეპუტატი მოხვდა , რომლებიც ისევ ეცდებიან ახალ საკრებულოში მოხვედრას. თბილისის საკრებულოში ,,ქართული ოცნების“ 41 კაციანი შემადგენლობიდან ვინ მოხვდება პროპორციულ სიაში ამ დრომდე უცნობია. არაოფიციალურად ცნობილია ის, რომ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პროპორციულ სიაში არ იქნება, ისევე როგორც მისი მოადგილეები მალხაზ მჭედლიშვილი და გიორგი ახვლედიანი .
არაოფიციალურად, უკვე დადასტურებულია, რომ საკრებულოს პროპორციული სიის მიღმა აღმოჩნდება ია მაკასარაშვილი,რომელიც ვარკეთილის 3 -ის მაჟორიტარი იყო, ამის მიზეზი, ბოლო დროს მის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაკავშირებული სკანდალები გახდა. კულუარებში საუბრობენ იმასაც,რომ სიის მიღმა დარჩება ნუგზარ მალაღურაძე, რომელიც საკრებულოში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო,მიზეზი სავარაუდოდ მისი მეუღლის ძმის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსის ვასილ ბექაური კორუფციის ბრალდბით დაკავება გახდა. ასევე საუბარია იმაზე ,რომ სიაში ვერ მოხვდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის და ყოფილი ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ძმა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე, რომელსაც მისი ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს.
გაურკვეველია ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, თემქის მაჟორიტარის ბედი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია რატომ-ის დამფუძნებლის ზურაბ ქადაგიძის ბედი. გავრცელებული ინფორმაციით სიაში ვერ მოხვდებიან: მსახიობი ზაზა კოლელეიშვილი , ლია ჯახველაძე, ლევან დარახველიძე, ბორის ფირცხელიანი, ირაკლი ფავლენიშვილი, გოჩა ბაბუნაშვილი, მურთაზ შელია-სპორტსმენი, ბესიკ ქარცივაძე.
,,პირველი რადიოს“ ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ სიაზე მიმდინარეობს მუშაობა და კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. სიის გასაჯაროვების შემდეგ გაირკვევა, საკრებულოს ის მოქმედი დეპუტატები, რომელიბიც მაჟორიტარუ;ლ ოლქებში არ წარადგინეს, მოხვდებიან თუ არა პროპორციულ სიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ის დეპუტატები,რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო პროპორციულ სიაში ვერ მოხვდებიან არჩევნების შემდეგ მერიის სხვადასხვა სამსახურებში და სიპებში დასაქმდებიან.
http://pirveliradio.ge/?newsid=90778
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)