ჩემი ხომ გჯერათ როგორც უკრაინის ექსპერტის?

ხოდა ვამბობ რომ ეს განცხადება არის სრული აბსურდი და სისულელე.
ამ ეტაპზე უკრაინას გააჩნია სამხედრო რესურსი
მხოლოდ თავის დასაცავად სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის შემთხვევაში (სტრატეგიულ დონეზე).
წარმოიდგინეთ რომ რუსეთი დნეპრისკენ ან კიევისკენ გაიწევს, ამ შემთხვევაში უკრაინას ყველანაირი რესურსი აქვს რომ თავი დაიცვას.
აი შეტევაში რა მოგახსენოთ....250 000 კაციანი ჯარი რომ შეტევაში გაუშვა, გჭირდება ძალიან, ძალიან კარგად ორგანიზებული ლოჯისტიკა, ავტო-ტრანსპორტი, რკინიგზის ქსელი, საწვავის და საბრძოლო მასალის მომარაგების სისტემა და ა.შ
ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული
ამ ეტაპზე უკრაინაში ჯერ-ჯერობით არ არის მოგვარებული ჯარის მობილურობის პრობლემა. მაგათი ჯარი ერთი დიდი, გიგანტური არამანევრირებადი საბრძოლო ელემენტია და შეტევისთვის არ არის მორგებული.
თუმცა ამაზე მუშაობენ.
(ზემოთ ხსენებული ფაქტორები ასევე ხელს უშლიან თავდაცვასაც, თუმცა ნაკლებად)