ვიდეომანიპულაცია - ზურაბ კალანდია კალაძის საარჩევნო ვიდეორგოლში გაფრთხილების გარეშე მოხვდა
2017-09-09 18:26:00
მოქალაქე ზურაბ კალანდია, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლში ქალაქის პრობლემებზე საუბრობ, მმართველ გუნდს მანიპულაციაში ადანაშაულებს, მისი თქმით ის კალაძის მხარდამჭერი არ არის და გადამღებ ჯგუფს არ გაუფრთხილებია, რომ სწორედ მის მხარდასაჭერ ვიდეოში იღებდნენ. კალანდია აღნიშნული ვიდეორგოლის მედიასივრციდან ამოღებას ითხოვს:
"ასეთი ნაბიჭვრობა გინახავთ სადმე? ))) ქუჩაში მთხოვეს ინტერვიუს ჩაწერა, მეც ვუთხარი რომ ახალი მერი ვინცარუნდა აირჩიონ მაინც არაფრის მაქნისია რადგან იგივე საზოგადოების ნაწილია, რომლის თვითშეგნებაც უნდა შეიცვალოს და თავიდან აღიზარდოს. ამ ბ....ბმა კიდე ქუდი დაადეს ჩემი ხმა კახისო... ასეთი სიბინძურის გამო და...ვი კახის!!!"-დაწერა კალანდიამ ფეისბუკზე.
მისი თქმით ინტერვიუს დროს მას არ გაუცია პასუხი თუ რომელი კანდიდატის მხარდამჭერი იყო.
„კითხვები იყო საკმაოდ ნეიტრალური, რომელ კანდიდატს ვაძლევდი ხმას ეს პასუხი არ გამიცია, არც მიმინიშნებია. მხარდამჭერი არც კალაძის ვარ და არც სხვა კანდიდატის“- განაცხადა კალანდიამ.
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით აღნიშნული ვიდეორგოლები პრობლემებზე საუბარს ემსახურება და მასში მხოლოდ მხარდამჭერები არ მონაწილეობენ.
მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძის თქმით, კახა კალაძეს მხარდამჭერების „მოგონება“ არ სჭირდება, რადგამ მას ისედაც ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. არჩილ თალაკავძე კი ზურაბ კალანდიას სიტუაციაში გასარკვევად „ქართული ოცნების“ ოფისში ეპატიჟება.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=150658