#51309676 · 10 Sep 2017, 23:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | გაოცებული ვარ რო ყველას მაგრად კიდია |
მე ვერ ვხედავ ამაში რამე უჩვეულოს. ლოგიკურად გამომდინარეობს დღევანდელობიდან.
ჯერ ერთი, ეგ თემა სპეციფიკურია, ყველას არ დააინტერესებს და ყველა არ იყენებს ცხოვრებაში მაგ მოწყობილობას. გრაფიკული პლანშეტი, კონკრეტულად მხატვრებს, დიზაინრებს და მაგ სფეროში მოღვაწე ხალხს ესაჭიროება.
შესაბამისად, გრაფიკის და დიზაინის განყოფილებას თუ შევხედავთ, ეგეთი ხალხი, საერთოდაც არ შემოდიან აქ და მასეთი თემებიც, რა თქმა უნდა ადვილად ჩაიძირება. მაქსიმუმ, ვინმემ რამე მომსახურება ან ლოგოს გაკეთება ითხოვოს, ან რამე გაყიდოს და მორჩა. მეტი მანდ არავინ შედის.
თუმცა, ეგ მარტო მაგ სფეროს არ ეხება - ზოგადად, უმეტესობა განყოფილება ამ ფორუმზე არის, არა თემების განხილვა - არამედ ჩვეულებრივი "support" ანუ, "დახმარება მჭირდება", "ეს სად ვიყიდო" და ა.შ. უბრალოდ კითხვა-პასუხი. ფორუმს მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა თავისი საქმისთვის რაღაც სჭირდებათ და არა სადისკუსიოდ.
ეს ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენთან ზოგადად არაა განვითარებული არც განათლება და მეცნიერება და არც თავად ეს სფეროები. ანუ, ადამიანების უმეტესობა, თვითნასწავლია, კონკრეტულ საქმეზეა ორიენტირებული და მხოლოდ გამოცდილებას ეყრდნობიან და ამიტომ მათ უმრავლესობას არ შეუძლია, თეორიულად თემების გაშლა. ასევე ბევრს უბრალოდ დრო არ აქვს ფორუმზე პოსტვისთვის - ურჩევნია ის დრო ისევ თვითსწავლასა და პრაქტიკაში გამოიყენოს და ფული გამოიმუშავოს, ვიდრე ცოდნის გაზიარებაში ხარჯოს.
|