beqasheloარ მაქვს ჯერ

განვსაზღვროთ ჯერ სამიზნე აუდიტორია
ვისთვის კეთდება
1. ფორუმელებე
2. სხვა პოტენციური მომხმარებლები, რომელთა ძირითადი სამოძრაო არეალი ფეისბუქია მაინც
აგრეთვე არიან ისეთებიც, ტვიტერზე (თვითერზე), რედიტზე (რედითზე) და 4 ჩანზეც რომ აქტიურობენ და ა.შ. მაგრამ ცხადია, ცოტანი არიან გაცილებით
ახლა რამდენიმე მთავარი კომპონენტი:
1. ინფორმაციის საჯარო მიმოცვლა (ინტერაქცია) - ფეისბუქს ვერ აჯობებ ამაში
2. ინფორმაციის პირადი (პრივატული) მიმოცვლა - ისევ ფეისბუქი
3. ანონიმურობა - ეს ქართულ სივრცეში ცოტა აუთვისებელია, თორემ რედიტი ყველანაირად მონოპოლისტია
გაქვს 2 გამოსავალი:
1. შექმნა ახალ იდეაზე დაფუძნებული საიტი, ახალი კონცეფცია ინტერაქციის, ანონიმურობის და ა.შ.
2. გააუმჯობესო არსებული
პრობლემა:
ადამიანების უმრავლესობას სიახლის მიღება უჭირს და ეზარება, მით უმეტეს ინტერნეტში.
ბევრი მინახავს საიტი, რომელიც ძალიან მაგარია, მაგრამ უბრალოდ იმდენად ძლიერია სხვა საიტებზე შეჩვევის მომენტი,
რომ ახალ სისტემაზე გადასვლა ეზარება კაცს და იძირება ეს საიტები

ეს, ხშირ შემთხვევაში, ცუდი მარკეტინგული კამპანიის ბრალია
ან საერთოდ არანაირი მარკეტინგული აქტივობის

ამიტომ აქედან ხალხის გადასათრევად და
კიდევ სხვა სივრცეებიდან ხალხის მოსათრევად
კარგი ჩალიჩი დაგჭირდება

უფრო სწორად სწორი ჩალიჩი

დავუბრუნდეთ იმ ორს
1. ახალი კონცეფცია
2. ძველის გაუმჯობესება
პირველზე ვერაფერს გეტყვი ჯერ
მარა მეორეზე კვლევასავით დაგჭირდება
1. პირდაპირ უნდა კითხო ფორუმელებს (ან ვისაც გინდა), რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ, რას ისურვებდნენ და ა.შ.
2. თვითონ დააკვირდე სხვებსაც და საკუთარ თავსაც და გამოიტანო დასკვნები - რა პრობლემა აქვს ფორუმს, რატომ მოსწონს ხალხ, რატომ არ მოსწონს და ა.შ. (ეს ხანდახან უფრო სანდოა კიდეც)
აქედან, რა თქმა უნდა, ძირითად ნაწილს შენც აცნობიერებდი აქამდე, უბრალოდ ეწეროს, რომ კიდევ ერთხელ გაიაზრო
პ.ს. ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ, ახლა მოვიფიქრე ეს ყველაფერი

ისე მე მივესალმები სიახლეს ორივე ხელით
დაიცა ეს ვისი ხელებია კაცო..
აჰა..
აი ორივე ხელით მივესალმები